შეიძინეთ ვინსენტ ვან გოგის „აყვავებული ქლიავის ბაღი“ — ნამუშევარი, რომელიც მხატვრის მიერ იაპონური ხელოვნებისადმი დიდ გატაცებას ასახავს. 1887 წელს შექმნილი ეს ტილო უტაგავა ხიროშიგეს ცნობილი გრავიურის ინტერპრეტაციაა. ნახატი გამოირჩევა თავისი ინტენსიური, ცეცხლოვანი წითელი ფონითა და აყვავებული ქლიავის შავი ტოტების გრაფიკული სიზუსტით, რაც სივრცეს უნიკალურ ენერგიასა და აღმოსავლურ იდუმალებას სძენს.
ინტერიერში ეს ნამუშევარი განსაკუთრებულ ვიზუალურ აქცენტს ქმნის. მისი მკვეთრი პალიტრა და ეგზოტიკური ხასიათი სივრცეს აცოცხლებს, მატებს მას სითბოსა და დინამიკას. რეპროდუქცია მაქსიმალური სიზუსტით გადმოსცემს ორიგინალის თითოეულ დეტალსა და იმ უნიკალურ მუხტს, რომელიც ამ ტილოს ვან გოგის „იაპონური“ პერიოდის საუკეთესო ნიმუშად აქცევს. ეს იდეალური არჩევანია მათთვის, ვისაც სურს საკუთარ კედელზე აღმოსავლური ჰარმონია და პოსტ-იმპრესიონიზმის თამამი ფერები გააცოცხლოს.
პროდუქტის შესახებ
პროდუქტის მახასიათებლები
მიწოდება
პროდუქტის შესახებ
ჩვენი სამუზეუმო ხარისხის ბეჭდური რეპროდუქციები მაქსიმალურად იმეორებს ორიგინალი ნამუშევრების თითოეულ დეტალს, სიღრმესა და ფერთა ჰარმონიას. ეს მიღწეულია ჩვენი ექსკლუზიური წვდომით უმაღლესი ხარისხის საბეჭდ ვიზუალურ მასალაზე, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. ბეჭდვის პროცესში კი ვიყენებთ ტექნიკას, რომელიც სრულად შეესაბამება სამუზეუმო ხარისხის რეპროდუქციების სტანდარტს, რითაც გეძლევათ უნიკალური საშუალება, შეიგრძნოთ მსოფლიო შედევრების ავთენტური სილამაზე თქვენს სივრცეში.
პროდუქტის მახასიათებლები
ხარისხი და ეკოლოგიური უსაფრთხოება: რეპროდუქციების დასაბეჭდად ვიყენებთ არა ქიმიურ ბაზაზე გახსნილ, არამედ ეკოლოგიურად სუფთა საღებავებს, რაც გულისხმობს იმას, რომ რეპროდუქცია ნებისმიერ სივრცეში — ბავშვის ოთახსა და საძინებელშიც განსათავსებლად უსაფრთხოა. მასალა: ტილო— შვეიცარიული წარმოება, 100% ბამბა მელნები — იაპონური წარმოება, წყლის ბაზაზე დამზადებული, პიგმენტური ქვეჩარჩო — ბუნებრივი ხე საბეჭდი აპარატი: რეპროდუქციების დასაბეჭდად ვიყენებთ ფართოფორმატიან საბეჭდ აპარატებს (2400 DPI, 4 PK, 6 და 12 ფერიანი, მათ შორის შავი ფერის 4 ვარიაცია).
მიწოდება
ჩვენი სამუზეუმო ხარისხის ბეჭდური რეპროდუქციები მზადდება ინდივიდუალურად თითოეული მომხმარებლისთვის; პროდუქტის შეფუთვა უზრუნველყოფს მის დაცულობას; შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება ხდება საკურიერერო სერვისით მიწოდების დრო: 3-5 დღე
ასევე იხილეთ
თქვენი კალათა
გადამისამართება მოხდება გადახდის გვერდზე (Apple Pay, Google Pay, Mastercard, Visa, American Express)