(Apple Pay, Google Pay, Mastercard, Visa, American Express)
(Apple Pay, Google Pay, Mastercard, Visa, American Express)
სამუზეუმო ხარისხის რეპროდუქციები
დეტალებისადმი ყურადღებით შექმნილი რეპროდუქციები, რომლებიც ნამუშევრის ავთენტურ სილამაზეს ინარჩუნებს.
ხარისხის სტანდარტი
აირჩიეთ წერტილი ნახატზე და ნახეთ იგივე ადგილი ჩვენს დაბეჭდილ რეპროდუქციაზე.
აირჩიეთ დეტალი და ნახეთ ის ჩვენს დაბეჭდილ რეპროდუქციაზე.

ვინსენტ ვან გოგი — „ვარსკვლავებიანი ღამე“
რეალური კადრი ჩვენი რეპროდუქციიდან
Giclée (იკითხება „ჟიკლე“) ხელოვნების ნიმუშების ციფრული ბეჭდვის მეთოდია: ფართოფორმატიანი პრინტერი მრავალფერიანი პიგმენტური მელნით, ძალიან წვრილი წვეთებით ბეჭდავს საარქივო ქაღალდზე ან ტილოზე. სახელი ფრანგული სიტყვიდან მოდის (gicler, „შხეფება“). ამ მეთოდს იყენებენ მუზეუმები, გალერეები და მხატვრები.
სამი რამით ერთად: უმაღლესი გარჩევადობის ციფრული გამოსახულება, 12-ფერიანი ბეჭდვა საარქივო პიგმენტური მელნით და მატი ტილო. სტანდარტულ ბეჭდვას ჩვეულებრივ არცერთი მათგანი არ აქვს. სხვაობა ახლოდან ჩანს: ფუნჯის მონასმი, ფერის ნიუანსი და ტილოს ფაქტურა ცოცხლად გამოიყურება.
საარქივო პიგმენტური მელანი სინათლის მიმართ მდგრადია და სწორი მოვლით ფერს ათწლეულობით ინარჩუნებს. ფერს ყველაზე მეტად პირდაპირი მზე და ნესტი აზიანებს, ამიტომ ნახატს მზიან ფანჯარასთან ან აბაზანაში ნუ ჩამოკიდებთ.
დიახ. თბილისში შეგვიძლია უკვე დამზადებული ნიმუშები მოგიტანოთ, რომ ცოცხლად ნახოთ ტილო და ბეჭდვის ხარისხი. მოგვწერეთ WhatsApp-ზე: +995 568 82 20 13.
ზომები 40 სმ-დან იწყება (გრძელი მხარე). უმეტესობას 120 სმ-მდე ვამზადებთ, ზოგს უფრო დიდსაც. ბევრ ნამუშევარს ორიგინალის ზომაც აქვს. ფასი ზომაზეა დამოკიდებული და 75 ₾-დან იწყება. ზუსტი ზომები და ფასები თითოეული ნახატის გვერდზეა.
დამზადებას და მიწოდებას 3–5 დღე სჭირდება. თბილისში მიტანა უფასოა, რეგიონებში კი 10 ₾ ღირს.
დიახ, მოგვწერეთ და ვეცდებით, ვიპოვოთ ბეჭდვისთვის საკმარისი ხარისხის გამოსახულება. თუ ასეთი არ არსებობს, გულწრფელად გეტყვით, რომ ნამუშევარი კარგად ვერ დაიბეჭდება.
მთავარი განსხვავება დეტალისა და ფერის სიზუსტეშია. პოსტერი, როგორც წესი, ქაღალდზე, სტანდარტული ბეჭდვით მზადდება, ხშირად ინტერნეტიდან აღებული სურათიდან. ამიტომ შორიდან ნახატს ჰგავს, ახლოდან კი ფუნჯის მონასმი და ფერთა ნაზი გადასვლები იკარგება. ჩვენი რეპროდუქცია ორიგინალის უმაღლესი გარჩევადობის ციფრული გამოსახულებიდან, 12 ფერით იბეჭდება: ახლოდანაც ჩანს ფუნჯის მონასმი, ფერები კი ორიგინალის ჰარმონიას ერთგულად იმეორებს. ტილოზე დაბეჭდილი და ქვეჩარჩოზე გადაჭიმული რეპროდუქცია ფერწერულ ტილოსავით გამოიყურება და მინას არ საჭიროებს.
3–5 დღეში. თბილისში უფასოდ, რეგიონებში 10 ₾.
მიწოდება და დაბრუნება