ჩვენი ისტორია მხატვრობის სიყვარულით დაიწყო. გვწამს, რომ მხატვრობა არ შემოიფარგლება ვიზუალური ესთეტიკით — ის არის ინტელექტუალური, ფილოსოფიური და პოეტური ენერგიის წყარო, რომელსაც შეუძლია დადებითი გავლენა მოახდინოს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. სწორედ ამ რწმენამ შთაგვაგონა ამ პროექტის შექმნა, რომელიც მიზნად ისახავს ხელოვნების ჭეშმარიტი ღირებულებისა და სიღრმისეული მნიშვნელობის ადამიანებამდე მიტანას. ამ იდეით შთაგონებულებმა გადავწყვიტეთ, ყველასთვის ხელმისაწვდომი გაგვეხადა მხატვრობის უნიკალური ნიმუშები. სწორედ ამისათვის იქმნება ჩვენი სამუზეუმო ხარისხის ბეჭდური რეპროდუქციები, რომლებიც ზუსტად გადმოსცემენ ორიგინალი ნამუშევრების სიღრმესა და ესთეტიკას.

ჩვენ ვსპეციალიზდებით სამუზეუმო ხარისხის ბეჭდური რეპროდუქციების შექმნაზე. ეს რეპროდუქციები მაქსიმალურად ზუსტად ასახავს ორიგინალ გამოსახულებას — დაწყებული ყველაზე მცირე დეტალებით, დასრულებული ფერთა ჰარმონიით. რეპროდუქციების შექმნისთვის ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ ულტრა მაღალი გარჩევადობის ფაილებსა და შესაბამის ტექნოლოგიებს, რაც უზრუნველყოფს დეტალიზაციას, რომელიც შეესაბამება სამუზეუმო ხარისხს. ასეთი მიდგომა იძლევა საშუალებას, რომ თითოეული ნამუშევარი იყოს არა მხოლოდ "პოსტერი", არამედ ნამდვილი ხელოვნების ნიმუში თქვენს სივრცეში.

ჩვენი კატალოგი გამოირჩევა იმით, რომ მასში წარმოდგენილია მაღალი მხატვრული ღირებულების ნამუშევრები. თითოეულ მათგანს ახლავს აღწერა, რაც ჩვენს ვებ-გვერდს არა მხოლოდ მაღაზიის, არამედ გალერეის ფუნქციასაც სძენს, სადაც შეგიძლიათ აღმოაჩინოთ თქვენთვის ნაცნობი და უცნობი ხელოვნების ნიმუშები. თქვენ ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ ნამუშევრების განხილვებსა და სტატიებს ჩვენს ონლაინ ჟურნალში.

ჩვენ დიდი ყურადღებით ვუდგებით ჩვენი პროდუქტის შექმნის თითოეულ ეტაპს, რათა შემოგთავაზოთ რეპროდუქციები, რომლებიც საშუალებას გაძლევთ განიცადოთ ნამუშევრის ავთენტური სილამაზე თქვენს სივრცეში.
Made on
Tilda