ვინსენტ ვან გოგი - ორი ფიგურა ტყეში (Undergrowth with Two Figures, 1890)
შეიძინეთ ვან გოგის „ორი ფიგურა ტყეში“ — ნამუშევარი, რომელიც მხატვრის სიცოცხლის ბოლო პერიოდის ემოციურ სიღრმესა და ბუნების მისტიკურ ძალას გადმოსცემს. 1890 წელს, ოვერ-სიურ-უაზში შექმნილი ეს პანორამული ტილო გამოირჩევა ვერცხლისფერი ვერხვების რიტმული მწკრივითა და აყვავებული ბალახებით. ნახატის ცენტრში გამოსახული წყვილი სივრცეს განსაკუთრებულ ინტიმურობასა და სიმშვიდეს სძენს, რაც კონტრასტში მოდის ტყის ექსპრესიულ, ცოცხალ ფერებთან.
ინტერიერში ეს ნამუშევარი განსაკუთრებულ მასშტაბურობასა და ვიზუალურ სიმშვიდეს ქმნის. მისი უჩვეულო, ჰორიზონტალური ფორმატი იდეალურია დიდი კედლებისთვის, საწოლის ან დივნის თავზე განსათავსებლად, სადაც ნახატი სივრცეს ვიზუალურად აფართოებს. რეპროდუქცია მაქსიმალური სიზუსტით გადმოსცემს ორიგინალის თითოეულ დეტალსა და იმ უნიკალურ მუხტს, რომელიც ამ პეიზაჟს ვან გოგის შემოქმედების ერთ-ერთ ყველაზე პოეტურ ნიმუშად აქცევს. ეს საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც სურს საკუთარ კედელზე ბუნების იდუმალება და პოსტ-იმპრესიონიზმის სული გააცოცხლოს.
პროდუქტის შესახებ
პროდუქტის მახასიათებლები
მიწოდება
პროდუქტის შესახებ
ჩვენი სამუზეუმო ხარისხის ბეჭდური რეპროდუქციები მაქსიმალურად იმეორებს ორიგინალი ნამუშევრების თითოეულ დეტალს, სიღრმესა და ფერთა ჰარმონიას. ეს მიღწეულია ჩვენი ექსკლუზიური წვდომით უმაღლესი ხარისხის საბეჭდ ვიზუალურ მასალაზე, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. ბეჭდვის პროცესში კი ვიყენებთ ტექნიკას, რომელიც სრულად შეესაბამება სამუზეუმო ხარისხის რეპროდუქციების სტანდარტს, რითაც გეძლევათ უნიკალური საშუალება, შეიგრძნოთ მსოფლიო შედევრების ავთენტური სილამაზე თქვენს სივრცეში.
პროდუქტის მახასიათებლები
ხარისხი და ეკოლოგიური უსაფრთხოება: რეპროდუქციების დასაბეჭდად ვიყენებთ არა ქიმიურ ბაზაზე გახსნილ, არამედ ეკოლოგიურად სუფთა საღებავებს, რაც გულისხმობს იმას, რომ რეპროდუქცია ნებისმიერ სივრცეში — ბავშვის ოთახსა და საძინებელშიც განსათავსებლად უსაფრთხოა. მასალა: ტილო— შვეიცარიული წარმოება, 100% ბამბა მელნები — იაპონური წარმოება, წყლის ბაზაზე დამზადებული, პიგმენტური ქვეჩარჩო — ბუნებრივი ხე საბეჭდი აპარატი: რეპროდუქციების დასაბეჭდად ვიყენებთ ფართოფორმატიან საბეჭდ აპარატებს (2400 DPI, 4 PK, 6 და 12 ფერიანი, მათ შორის შავი ფერის 4 ვარიაცია).
მიწოდება
ჩვენი სამუზეუმო ხარისხის ბეჭდური რეპროდუქციები მზადდება ინდივიდუალურად თითოეული მომხმარებლისთვის; პროდუქტის შეფუთვა უზრუნველყოფს მის დაცულობას; შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება ხდება საკურიერერო სერვისით მიწოდების დრო: 3-5 დღე
ასევე იხილეთ
თქვენი კალათა
გადამისამართება მოხდება გადახდის გვერდზე (Apple Pay, Google Pay, Mastercard, Visa, American Express)