აყვავებული ატმის ხე

85,00
GEL
აყვავებული ატმის ხე — Peach Tree in Blossom (1888)

შეიძინეთ ვან გოგის „აყვავებული ატმის ხე“ — არლის პერიოდის ენერგიული და ცოცხალი ეტიუდი, რომელიც მხატვარმა გაზაფხულის პირველივე დღეებში, აყვავებულ ბაღში მუშაობისას შექმნა. 1888 წლის ეს ნამუშევარი გამოირჩევა იმპრესიონისტული სისწრაფითა და უშუალობით: ვან გოგმა სქელი, თამამი მონასმებით გადმოსცა ვარდისფერი ყვავილების სიფაქიზე და ხის ტოტების რიტმი. ეს არის ბუნების გამოღვიძების მომენტის დაჭერა ტილოზე.

ინტერიერში ეს ნამუშევარი სივრცეს ავსებს გაზაფხულის სურნელით, სინათლითა და ბუნებრივი ენერგიით. მისი კომპაქტური კომპოზიცია და ნათელი ფერები იდეალურია პატარა და მყუდრო სივრცეებისთვის — იქნება ეს საძინებელი თუ სამუშაო კუთხე. ეს საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც სურს საკუთარ კედელზე ვან გოგის შემოქმედების ყველაზე გულწრფელი და ემოციური მომენტი გააცოცხლოს.
პროდუქტის შესახებ
პროდუქტის მახასიათებლები
მიწოდება

პროდუქტის შესახებ



ჩვენი სამუზეუმო ხარისხის ბეჭდური რეპროდუქციები მაქსიმალურად იმეორებს ორიგინალი ნამუშევრების თითოეულ დეტალს, სიღრმესა და ფერთა ჰარმონიას. ეს მიღწეულია ჩვენი ექსკლუზიური წვდომით უმაღლესი ხარისხის საბეჭდ ვიზუალურ მასალაზე, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. ბეჭდვის პროცესში კი ვიყენებთ ტექნიკას, რომელიც სრულად შეესაბამება სამუზეუმო ხარისხის რეპროდუქციების სტანდარტს, რითაც გეძლევათ უნიკალური საშუალება, შეიგრძნოთ მსოფლიო შედევრების ავთენტური სილამაზე თქვენს სივრცეში.

პროდუქტის მახასიათებლები

ხარისხი და ეკოლოგიური უსაფრთხოება: რეპროდუქციების დასაბეჭდად ვიყენებთ არა ქიმიურ ბაზაზე გახსნილ, არამედ ეკოლოგიურად სუფთა საღებავებს, რაც გულისხმობს იმას, რომ რეპროდუქცია ნებისმიერ სივრცეში — ბავშვის ოთახსა და საძინებელშიც განსათავსებლად უსაფრთხოა.
მასალა:
ტილო — შვეიცარიული წარმოება, 100% ბამბა
მელნები — იაპონური წარმოება, წყლის ბაზაზე დამზადებული, პიგმენტური
ქვეჩარჩო — ბუნებრივი ხე
საბეჭდი აპარატი: რეპროდუქციების დასაბეჭდად ვიყენებთ ფართოფორმატიან საბეჭდ აპარატებს (2400 DPI, 4 PK, 6 და 12 ფერიანი, მათ შორის შავი ფერის 4 ვარიაცია).

მიწოდება

ჩვენი სამუზეუმო ხარისხის ბეჭდური რეპროდუქციები მზადდება ინდივიდუალურად თითოეული მომხმარებლისთვის;
პროდუქტის შეფუთვა უზრუნველყოფს მის დაცულობას;
შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება ხდება საკურიერერო სერვისით
მიწოდების დრო: 3-5 დღე
ასევე იხილეთ
Made on
Tilda