პეიზაჟი დახვნისას

85,00
GEL
ვინსენტ ვან გოგი - პეიზაჟი დახვნისას (Landscape with Ploughman, 1889)

შეიძინეთ ვინსენტ ვან გოგის „პეიზაჟი დახვნისას“ — სენ-რემი-დე-პროვანსის პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული და ფილოსოფიური პეიზაჟი. 1889 წლის შემოდგომაზე შექმნილი ეს ტილო ასახავს მიწის დამუშავების პროცესს კაშკაშა მზის შუქზე. ნახატი გამოირჩევა ვან გოგისთვის დამახასიათებელი რიტმული, მბრუნავი მონასმებით, რომლებიც ხნულებსა და მთებს საოცარ დინამიკას ანიჭებს. ოქროსფერი მიწის, მწვანე მთებისა და მკვეთრი ყვითელი მზის კონტრასტი ქმნის სიცოცხლისუნარიანობისა და ბუნების მარადიული ციკლის განცდას.

ინტერიერში ეს ნამუშევარი სივრცეს ავსებს სითბოთი, სინათლითა და მძლავრი ექსპრესიით. მისი ზომიერი ჰორიზონტალური ფორმატი და მზიანი პალიტრა იდეალურია მისაღები ოთახისთვის, კაბინეტისთვის ან სასადილო სივრცისთვის, სადაც ნახატი ქმნის ოპტიმისტურ და „ცოცხალ“ ატმოსფეროს. რეპროდუქცია მაქსიმალური სიზუსტით გადმოსცემს ორიგინალის თითოეულ დეტალსა და იმ უნიკალურ მუხტს, რომელიც ამ პეიზაჟს ვან გოგის გვიანდელი შემოქმედების ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ ნიმუშად აქცევს.
პროდუქტის შესახებ
პროდუქტის მახასიათებლები
მიწოდება

პროდუქტის შესახებ



ჩვენი სამუზეუმო ხარისხის ბეჭდური რეპროდუქციები მაქსიმალურად იმეორებს ორიგინალი ნამუშევრების თითოეულ დეტალს, სიღრმესა და ფერთა ჰარმონიას. ეს მიღწეულია ჩვენი ექსკლუზიური წვდომით უმაღლესი ხარისხის საბეჭდ ვიზუალურ მასალაზე, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. ბეჭდვის პროცესში კი ვიყენებთ ტექნიკას, რომელიც სრულად შეესაბამება სამუზეუმო ხარისხის რეპროდუქციების სტანდარტს, რითაც გეძლევათ უნიკალური საშუალება, შეიგრძნოთ მსოფლიო შედევრების ავთენტური სილამაზე თქვენს სივრცეში.

პროდუქტის მახასიათებლები

ხარისხი და ეკოლოგიური უსაფრთხოება: რეპროდუქციების დასაბეჭდად ვიყენებთ არა ქიმიურ ბაზაზე გახსნილ, არამედ ეკოლოგიურად სუფთა საღებავებს, რაც გულისხმობს იმას, რომ რეპროდუქცია ნებისმიერ სივრცეში — ბავშვის ოთახსა და საძინებელშიც განსათავსებლად უსაფრთხოა.
მასალა:
ტილო — შვეიცარიული წარმოება, 100% ბამბა
მელნები — იაპონური წარმოება, წყლის ბაზაზე დამზადებული, პიგმენტური
ქვეჩარჩო — ბუნებრივი ხე
საბეჭდი აპარატი: რეპროდუქციების დასაბეჭდად ვიყენებთ ფართოფორმატიან საბეჭდ აპარატებს (2400 DPI, 4 PK, 6 და 12 ფერიანი, მათ შორის შავი ფერის 4 ვარიაცია).

მიწოდება

ჩვენი სამუზეუმო ხარისხის ბეჭდური რეპროდუქციები მზადდება ინდივიდუალურად თითოეული მომხმარებლისთვის;
პროდუქტის შეფუთვა უზრუნველყოფს მის დაცულობას;
შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება ხდება საკურიერერო სერვისით
მიწოდების დრო: 3-5 დღე
ასევე იხილეთ
Made on
Tilda