ვინსენტ ვან გოგი - სენას სანაპირო (Bank of the Seine, 1887)
შეიძინეთ ვენსენტ ვან გოგის „სენას სანაპირო“ — ნამუშევარი, რომელიც 1887 წლის პარიზული გაზაფხულის მშვიდ და მზიან ატმოსფეროს გადმოსცემს. ეს პატარა, მაგრამ ოსტატურად შესრულებული ტილო ნათლად აჩვენებს ვან გოგის გატაცებას იმპრესიონიზმითა და პუანტილიზმით. მდინარე სენას ლურჯი წყლები, ნაპირზე მდგომი ნავები და ხეების მწვანე ფოთლები ქმნიან ჰარმონიულ და ნათელ კომპოზიციას, რომელიც სავსეა სინათლით და სუფთა ჰაერით.
ინტერიერში ეს ნამუშევარი სივრცეს სიმშვიდით, სინათლითა და ბუნებრივი ჰარმონიით ავსებს. მისი დახვეწილი კომპოზიცია და ნათელი, პასტელური პალიტრა იდეალურია ნებისმიერი ოთახისთვის, კაბინეტის თაროებისთვის ან საძინებლისთვის, სადაც ნახატი ქმნის მყუდრო, ინტიმურ და დახვეწილ გარემოს. ეს საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც სურს საკუთარ კედელზე ძველი პარიზის რომანტიკა და ვან გოგის ფერწერული ექსპერიმენტების სილამაზე გააცოცხლოს.
პროდუქტის შესახებ
პროდუქტის მახასიათებლები
მიწოდება
პროდუქტის შესახებ
ჩვენი სამუზეუმო ხარისხის ბეჭდური რეპროდუქციები მაქსიმალურად იმეორებს ორიგინალი ნამუშევრების თითოეულ დეტალს, სიღრმესა და ფერთა ჰარმონიას. ეს მიღწეულია ჩვენი ექსკლუზიური წვდომით უმაღლესი ხარისხის საბეჭდ ვიზუალურ მასალაზე, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. ბეჭდვის პროცესში კი ვიყენებთ ტექნიკას, რომელიც სრულად შეესაბამება სამუზეუმო ხარისხის რეპროდუქციების სტანდარტს, რითაც გეძლევათ უნიკალური საშუალება, შეიგრძნოთ მსოფლიო შედევრების ავთენტური სილამაზე თქვენს სივრცეში.
პროდუქტის მახასიათებლები
ხარისხი და ეკოლოგიური უსაფრთხოება: რეპროდუქციების დასაბეჭდად ვიყენებთ არა ქიმიურ ბაზაზე გახსნილ, არამედ ეკოლოგიურად სუფთა საღებავებს, რაც გულისხმობს იმას, რომ რეპროდუქცია ნებისმიერ სივრცეში — ბავშვის ოთახსა და საძინებელშიც განსათავსებლად უსაფრთხოა. მასალა: ტილო— შვეიცარიული წარმოება, 100% ბამბა მელნები — იაპონური წარმოება, წყლის ბაზაზე დამზადებული, პიგმენტური ქვეჩარჩო — ბუნებრივი ხე საბეჭდი აპარატი: რეპროდუქციების დასაბეჭდად ვიყენებთ ფართოფორმატიან საბეჭდ აპარატებს (2400 DPI, 4 PK, 6 და 12 ფერიანი, მათ შორის შავი ფერის 4 ვარიაცია).
მიწოდება
ჩვენი სამუზეუმო ხარისხის ბეჭდური რეპროდუქციები მზადდება ინდივიდუალურად თითოეული მომხმარებლისთვის; პროდუქტის შეფუთვა უზრუნველყოფს მის დაცულობას; შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება ხდება საკურიერერო სერვისით მიწოდების დრო: 3-5 დღე
ასევე იხილეთ
თქვენი კალათა
გადამისამართება მოხდება გადახდის გვერდზე (Apple Pay, Google Pay, Mastercard, Visa, American Express)