გიგანტური ფარშევანგისებრი პეპელა

85,00
GEL
ვინსენტ ვან გოგი - გიგანტური ფარშევანგისებრი პეპელა (Giant Peacock Moth, 1889)

შეიძინეთ ვან გოგის „გიგანტური ფარშევანგისებრი პეპელა“ — სენ-რემის პერიოდის უნიკალური ნამუშევარი, სადაც მხატვარმა საოცარი სიზუსტით და ემოციით გადმოსცა ღამის პეპლის სილამაზე. 1889 წელს შექმნილი ეს ტილო გამოირჩევა დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღებით: პეპლის ფრთების რთული ორნამენტი და ფოთლების ტექსტურა ქმნის ცოცხალ და დინამიურ კომპოზიციას, რომელიც ბუნების მიკროსამყაროს დიდებულებას უსვამს ხაზს.

ინტერიერში ეს ნამუშევარი სივრცეს ანიჭებს ინტიმურობას, ბუნებრივ შარმს და დახვეწილ ესთეტიკას. მისი ნატურალური ფერები იდეალურია კაბინეტისთვის, ბიბლიოთეკისთვის ან მყუდრო კუთხისთვის, სადაც ნახატი ქმნის მშვიდ და დაკვირვებულ ატმოსფეროს. ეს საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც სურს საკუთარ სახლში ვან გოგის ბუნებისადმი სიყვარული და ფაქიზი ოსტატობა გააცოცხლოს.
პროდუქტის შესახებ
პროდუქტის მახასიათებლები
მიწოდება

პროდუქტის შესახებ



ჩვენი სამუზეუმო ხარისხის ბეჭდური რეპროდუქციები მაქსიმალურად იმეორებს ორიგინალი ნამუშევრების თითოეულ დეტალს, სიღრმესა და ფერთა ჰარმონიას. ეს მიღწეულია ჩვენი ექსკლუზიური წვდომით უმაღლესი ხარისხის საბეჭდ ვიზუალურ მასალაზე, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. ბეჭდვის პროცესში კი ვიყენებთ ტექნიკას, რომელიც სრულად შეესაბამება სამუზეუმო ხარისხის რეპროდუქციების სტანდარტს, რითაც გეძლევათ უნიკალური საშუალება, შეიგრძნოთ მსოფლიო შედევრების ავთენტური სილამაზე თქვენს სივრცეში.

პროდუქტის მახასიათებლები

ხარისხი და ეკოლოგიური უსაფრთხოება: რეპროდუქციების დასაბეჭდად ვიყენებთ არა ქიმიურ ბაზაზე გახსნილ, არამედ ეკოლოგიურად სუფთა საღებავებს, რაც გულისხმობს იმას, რომ რეპროდუქცია ნებისმიერ სივრცეში — ბავშვის ოთახსა და საძინებელშიც განსათავსებლად უსაფრთხოა.
მასალა:
ტილო — შვეიცარიული წარმოება, 100% ბამბა
მელნები — იაპონური წარმოება, წყლის ბაზაზე დამზადებული, პიგმენტური
ქვეჩარჩო — ბუნებრივი ხე
საბეჭდი აპარატი: რეპროდუქციების დასაბეჭდად ვიყენებთ ფართოფორმატიან საბეჭდ აპარატებს (2400 DPI, 4 PK, 6 და 12 ფერიანი, მათ შორის შავი ფერის 4 ვარიაცია).

მიწოდება

ჩვენი სამუზეუმო ხარისხის ბეჭდური რეპროდუქციები მზადდება ინდივიდუალურად თითოეული მომხმარებლისთვის;
პროდუქტის შეფუთვა უზრუნველყოფს მის დაცულობას;
შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება ხდება საკურიერერო სერვისით
მიწოდების დრო: 3-5 დღე
ასევე იხილეთ
Made on
Tilda