კაფეს მაგიდა აბსენტით

99,00
GEL
კაფეს მაგიდა აბსენტით — Café Table with Absinthe (1887)

ამ ნამუშევარში ვან გოგი გადმოგვცემს პარიზული კაფეს ატმოსფეროს XIX საუკუნის ბოლოს — სივრცის, სადაც იკვეთება გზები და იდეები, სადაც პოულობენ შთაგონებასა და სიმშვიდეს. აბსენტი ჭიქაში და მაგიდაზე მდგარი გრაფინი ქმნიან მომენტის თითქმის ხელშესახებ ილუზიას, რომელიც მხატვრის ფუნჯით გაჩერდა.

სურათი სუნთქავს ისტორიითა და ქალაქური კოლორიტით: ფანჯრის მიღმა მიმავალი ფიგურები ჩანან, ხოლო შუქი და ჩრდილები თამაშობენ შუშისა და მაგიდის ზედაპირებზე. ვან გოგი გადმოსცემს არა მხოლოდ ვიზუალურ გამოსახულებას, არამედ განწყობასაც — სიმყუდროვისა და იმ მელანქოლიის შეგრძნებას, რაც იმდროინდელ პარიზს ახასიათებდა.
პროდუქტის შესახებ
პროდუქტის მახასიათებლები
მიწოდება

პროდუქტის შესახებ

ჩვენი სამუზეუმო ხარისხის ბეჭდური რეპროდუქციები მაქსიმალურად იმეორებს ორიგინალი ნამუშევრების თითოეულ დეტალს, სიღრმესა და ფერთა ჰარმონიას. ეს მიღწეულია ჩვენი ექსკლუზიური წვდომით უმაღლესი ხარისხის საბეჭდ ვიზუალურ მასალაზე, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. ბეჭდვის პროცესში კი ვიყენებთ ტექნიკას, რომელიც სრულად შეესაბამება სამუზეუმო ხარისხის რეპროდუქციების სტანდარტს, რითაც გეძლევათ უნიკალური საშუალება, შეიგრძნოთ მსოფლიო შედევრების ავთენტური სილამაზე თქვენს სივრცეში.

პროდუქტის მახასიათებლები

ხარისხი და ეკოლოგიური უსაფრთხოება: რეპროდუქციების დასაბეჭდად ვიყენებთ არა ქიმიურ ბაზაზე გახსნილ, არამედ ეკოლოგიურად სუფთა საღებავებს, რაც გულისხმობს იმას, რომ რეპროდუქცია ნებისმიერ სივრცეში — ბავშვის ოთახსა და საძინებელშიც განსათავსებლად უსაფრთხოა.
მასალა:
ტილო — შვეიცარიული წარმოება, 100% ბამბა
მელნები — იაპონური წარმოება, წყლის ბაზაზე დამზადებული, პიგმენტური
ქვეჩარჩო — ბუნებრივი ხე
საბეჭდი აპარატი: რეპროდუქციების დასაბეჭდად ვიყენებთ ფართოფორმატიან საბეჭდ აპარატებს (2400 DPI, 4 PK, 6 და 12 ფერიანი, მათ შორის შავი ფერის 4 ვარიაცია).

მიწოდება

ჩვენი სამუზეუმო ხარისხის ბეჭდური რეპროდუქციები მზადდება ინდივიდუალურად თითოეული მომხმარებლისთვის;
პროდუქტის შეფუთვა უზრუნველყოფს მის დაცულობას;
შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება ხდება საკურიერერო სერვისით
მიწოდების დრო: 3-5 დღე
ასევე იხილეთ
Made on
Tilda