საძინებელი

99,00
GEL
საძინებელი — The Bedroom (1888)

ეს ვან გოგის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია, რომელიც არლის ყვითელ სახლში შეიქმნა. მას მნახველი მხატვრის პირად სივრცეში გადაჰყავს. ნამუშევარზე გამოსახული ოთახის ინტერიერი სავსეა ფერთა ჰარმონიითა და განსაკუთრებული სიმბოლოებით. ყვითელი და ლურჯი ტონები სიმშვიდისა და სითბოს ატმოსფეროს ქმნიან. ოთახის თითოეული დეტალი — საწოლიდან დაწყებული, სკამით დამთავრებული — სიმყუდროვისა და უსაფრთხოების განცდას გადმოსცემს.

ვან გოგი ცდილობდა გადმოეცა იდეალური სივრცე, სადაც სული შეძლებდა დასვენებას და გარე სამყაროსგან შორს სიმშვიდის პოვნას. ეს ნამუშევარი ოცნების სიმბოლოა — ისეთი სახლის, სადაც ყველაფერი სიმშვიდითა და უბრალოებითაა გაჯერებული.
პროდუქტის შესახებ
პროდუქტის მახასიათებლები
მიწოდება

პროდუქტის შესახებ

ჩვენი სამუზეუმო ხარისხის ბეჭდური რეპროდუქციები მაქსიმალურად იმეორებს ორიგინალი ნამუშევრების თითოეულ დეტალს, სიღრმესა და ფერთა ჰარმონიას. ეს მიღწეულია ჩვენი ექსკლუზიური წვდომით უმაღლესი ხარისხის საბეჭდ ვიზუალურ მასალაზე, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. ბეჭდვის პროცესში კი ვიყენებთ ტექნიკას, რომელიც სრულად შეესაბამება სამუზეუმო ხარისხის რეპროდუქციების სტანდარტს, რითაც გეძლევათ უნიკალური საშუალება, შეიგრძნოთ მსოფლიო შედევრების ავთენტური სილამაზე თქვენს სივრცეში.

პროდუქტის მახასიათებლები

ხარისხი და ეკოლოგიური უსაფრთხოება: რეპროდუქციების დასაბეჭდად ვიყენებთ არა ქიმიურ ბაზაზე გახსნილ, არამედ ეკოლოგიურად სუფთა საღებავებს, რაც გულისხმობს იმას, რომ რეპროდუქცია ნებისმიერ სივრცეში — ბავშვის ოთახსა და საძინებელშიც განსათავსებლად უსაფრთხოა.
მასალა:
ტილო — შვეიცარიული წარმოება, 100% ბამბა
მელნები — იაპონური წარმოება, წყლის ბაზაზე დამზადებული, პიგმენტური
ქვეჩარჩო — ბუნებრივი ხე
საბეჭდი აპარატი: რეპროდუქციების დასაბეჭდად ვიყენებთ ფართოფორმატიან საბეჭდ აპარატებს (2400 DPI, 4 PK, 6 და 12 ფერიანი, მათ შორის შავი ფერის 4 ვარიაცია).

მიწოდება

ჩვენი სამუზეუმო ხარისხის ბეჭდური რეპროდუქციები მზადდება ინდივიდუალურად თითოეული მომხმარებლისთვის;
პროდუქტის შეფუთვა უზრუნველყოფს მის დაცულობას;
შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება ხდება საკურიერერო სერვისით
მიწოდების დრო: 3-5 დღე
ასევე იხილეთ
Made on
Tilda