ვინსენტ ვან გოგი - ყაყაჩოების მინდორი (Field with Poppies, 1888)
შეიძინეთ ვინსენტ ვან გოგის „ყაყაჩოების მინდორი“ — არლის პერიოდის ენერგიული და სიცოცხლით სავსე პეიზაჟი. 1888 წლის მაისში შექმნილი ეს ტილო გამოირჩევა ფერთა თამამი კონტრასტით: კაშკაშა წითელი ყაყაჩოები მწვანე მინდვრისა და სოფის ფონზე ქმნიან დინამიურ და მხიარულ კომპოზიციას. ვან გოგმა აქ ოსტატურად გამოიყენა ფერთა თეორია, რათა მაქსიმალურად გაეძლიერებინა თითოეული ტონის ჟღერადობა და გაზაფხულის მზიანი განწყობა.
ინტერიერში ეს ნამუშევარი სივრცეს ავსებს სიხალისით, სითბოთი და პოზიტიური ენერგიით. მისი მკვეთრი, წითელი და მწვანე ტონები იდეალურია მისაღები ოთახისთვის, სამზარეულოსთვის ან ბავშვების ოთახისთვის, სადაც ნახატი ქმნის აქტიურ და შთამაგონებელ ატმოსფეროს. ეს საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც სურს საკუთარ სახლში პროვანსის ველების სილამაზე და ვან გოგის ექსპრესიული ფერწერის ძალა გააცოცხლოს.
პროდუქტის შესახებ
პროდუქტის მახასიათებლები
მიწოდება
პროდუქტის შესახებ
ჩვენი სამუზეუმო ხარისხის ბეჭდური რეპროდუქციები მაქსიმალურად იმეორებს ორიგინალი ნამუშევრების თითოეულ დეტალს, სიღრმესა და ფერთა ჰარმონიას. ეს მიღწეულია ჩვენი ექსკლუზიური წვდომით უმაღლესი ხარისხის საბეჭდ ვიზუალურ მასალაზე, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. ბეჭდვის პროცესში კი ვიყენებთ ტექნიკას, რომელიც სრულად შეესაბამება სამუზეუმო ხარისხის რეპროდუქციების სტანდარტს, რითაც გეძლევათ უნიკალური საშუალება, შეიგრძნოთ მსოფლიო შედევრების ავთენტური სილამაზე თქვენს სივრცეში.
პროდუქტის მახასიათებლები
ხარისხი და ეკოლოგიური უსაფრთხოება: რეპროდუქციების დასაბეჭდად ვიყენებთ არა ქიმიურ ბაზაზე გახსნილ, არამედ ეკოლოგიურად სუფთა საღებავებს, რაც გულისხმობს იმას, რომ რეპროდუქცია ნებისმიერ სივრცეში — ბავშვის ოთახსა და საძინებელშიც განსათავსებლად უსაფრთხოა. მასალა: ტილო— შვეიცარიული წარმოება, 100% ბამბა მელნები — იაპონური წარმოება, წყლის ბაზაზე დამზადებული, პიგმენტური ქვეჩარჩო — ბუნებრივი ხე საბეჭდი აპარატი: რეპროდუქციების დასაბეჭდად ვიყენებთ ფართოფორმატიან საბეჭდ აპარატებს (2400 DPI, 4 PK, 6 და 12 ფერიანი, მათ შორის შავი ფერის 4 ვარიაცია).
მიწოდება
ჩვენი სამუზეუმო ხარისხის ბეჭდური რეპროდუქციები მზადდება ინდივიდუალურად თითოეული მომხმარებლისთვის; პროდუქტის შეფუთვა უზრუნველყოფს მის დაცულობას; შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება ხდება საკურიერერო სერვისით მიწოდების დრო: 3-5 დღე
ასევე იხილეთ
თქვენი კალათა
გადამისამართება მოხდება გადახდის გვერდზე (Apple Pay, Google Pay, Mastercard, Visa, American Express)