ავტოპორტრეტი ჩალის ქუდით

85,00
GEL
ვინსენტ ვან გოგი - ავტოპორტრეტი ჩალის ქუდით (Self-Portrait with Straw Hat, 1887)

შეიძინეთ ვან გოგის „ავტოპორტრეტი ჩალის ქუდით“ — მხატვრის პარიზული პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამომსახველობითი ნამუშევარი. 1887 წელს შექმნილი ეს ტილო ნათლად აჩვენებს ვან გოგის ექსპერიმენტებს ფერთა თეორიასა და პუანტილიზმში. ყვითელი ჩალის ქუდი და ფონის მოლურჯო შტრიხები ქმნის ძლიერ კომპლემენტარულ კონტრასტს, ხოლო მხატვრის გამჭოლი მზერა ნამუშევარს ფსიქოლოგიურ სიღრმეს სძენს.

ინტერიერში ეს ნამუშევარი სივრცეს პიროვნულ ხასიათს, ისტორიულ მნიშვნელობასა და არტისტულ ენერგიას მატებს. მისი ნათელი ფერები და დინამიური მონასმები იდეალურია კაბინეტისთვის, ბიბლიოთეკისთვის ან მისაღები ოთახისთვის, სადაც ნახატი ინტელექტუალურ და დახვეწილ აქცენტად იქცევა. ეს საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც სურს საკუთარ კედელზე გენიალური მხატვრის სახე და მისი შემოქმედებითი ძიებების ისტორია გააცოცხლოს.
პროდუქტის შესახებ
პროდუქტის მახასიათებლები
მიწოდება

პროდუქტის შესახებ



ჩვენი სამუზეუმო ხარისხის ბეჭდური რეპროდუქციები მაქსიმალურად იმეორებს ორიგინალი ნამუშევრების თითოეულ დეტალს, სიღრმესა და ფერთა ჰარმონიას. ეს მიღწეულია ჩვენი ექსკლუზიური წვდომით უმაღლესი ხარისხის საბეჭდ ვიზუალურ მასალაზე, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. ბეჭდვის პროცესში კი ვიყენებთ ტექნიკას, რომელიც სრულად შეესაბამება სამუზეუმო ხარისხის რეპროდუქციების სტანდარტს, რითაც გეძლევათ უნიკალური საშუალება, შეიგრძნოთ მსოფლიო შედევრების ავთენტური სილამაზე თქვენს სივრცეში.

პროდუქტის მახასიათებლები

ხარისხი და ეკოლოგიური უსაფრთხოება: რეპროდუქციების დასაბეჭდად ვიყენებთ არა ქიმიურ ბაზაზე გახსნილ, არამედ ეკოლოგიურად სუფთა საღებავებს, რაც გულისხმობს იმას, რომ რეპროდუქცია ნებისმიერ სივრცეში — ბავშვის ოთახსა და საძინებელშიც განსათავსებლად უსაფრთხოა.
მასალა:
ტილო — შვეიცარიული წარმოება, 100% ბამბა
მელნები — იაპონური წარმოება, წყლის ბაზაზე დამზადებული, პიგმენტური
ქვეჩარჩო — ბუნებრივი ხე
საბეჭდი აპარატი: რეპროდუქციების დასაბეჭდად ვიყენებთ ფართოფორმატიან საბეჭდ აპარატებს (2400 DPI, 4 PK, 6 და 12 ფერიანი, მათ შორის შავი ფერის 4 ვარიაცია).

მიწოდება

ჩვენი სამუზეუმო ხარისხის ბეჭდური რეპროდუქციები მზადდება ინდივიდუალურად თითოეული მომხმარებლისთვის;
პროდუქტის შეფუთვა უზრუნველყოფს მის დაცულობას;
შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება ხდება საკურიერერო სერვისით
მიწოდების დრო: 3-5 დღე
ასევე იხილეთ
Made on
Tilda