მოსავალი

85,00
GEL
ვინსენტ ვან გოგი - მოსავალი (The Harvest, 1888)

შეიძინეთ ვინსენტ ვან გოგის „მოსავალი“ — შედევრი, რომელიც ზაფხულის მზით განათებულ არლის ყანებსა და მოსავლის აღების რიტმს ასახავს. 1888 წელს შექმნილ ამ ტილოზე მხატვარმა საოცარი ოსტატობით გადმოსცა პროვანსის სიმშვიდე, სივრცის მასშტაბურობა და შრომის პოეზია. ნახატი გამოირჩევა ყვითელი და ლურჯი ფერების მკვეთრი კონტრასტით, ენერგიული მონასმებითა და ჰორიზონტის შთამბეჭდავი ხედით.

ინტერიერში ეს ნამუშევარი სივრცეს მომენტალურად ავსებს სითბოთი, სინათლითა და პოზიტიური ენერგიით. მისი მზისფერი პალიტრა ვიზუალურად ანათებს ოთახს და ქმნის სიმყუდროვისა და ჰარმონიის განცდას. რეპროდუქცია მაქსიმალური სიზუსტით გადმოსცემს ორიგინალის თითოეულ დეტალსა და იმ უნიკალურ მუხტს, რომელიც ამ პეიზაჟს ვან გოგის შემოქმედების ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ ნიმუშად აქცევს. ეს საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც სურს საკუთარ კედელზე ზაფხულის მარადიული მზე და ბუნების დიდებულება გააცოცხლოს.
პროდუქტის შესახებ
პროდუქტის მახასიათებლები
მიწოდება

პროდუქტის შესახებ



ჩვენი სამუზეუმო ხარისხის ბეჭდური რეპროდუქციები მაქსიმალურად იმეორებს ორიგინალი ნამუშევრების თითოეულ დეტალს, სიღრმესა და ფერთა ჰარმონიას. ეს მიღწეულია ჩვენი ექსკლუზიური წვდომით უმაღლესი ხარისხის საბეჭდ ვიზუალურ მასალაზე, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. ბეჭდვის პროცესში კი ვიყენებთ ტექნიკას, რომელიც სრულად შეესაბამება სამუზეუმო ხარისხის რეპროდუქციების სტანდარტს, რითაც გეძლევათ უნიკალური საშუალება, შეიგრძნოთ მსოფლიო შედევრების ავთენტური სილამაზე თქვენს სივრცეში.

პროდუქტის მახასიათებლები

ხარისხი და ეკოლოგიური უსაფრთხოება: რეპროდუქციების დასაბეჭდად ვიყენებთ არა ქიმიურ ბაზაზე გახსნილ, არამედ ეკოლოგიურად სუფთა საღებავებს, რაც გულისხმობს იმას, რომ რეპროდუქცია ნებისმიერ სივრცეში — ბავშვის ოთახსა და საძინებელშიც განსათავსებლად უსაფრთხოა.
მასალა:
ტილო — შვეიცარიული წარმოება, 100% ბამბა
მელნები — იაპონური წარმოება, წყლის ბაზაზე დამზადებული, პიგმენტური
ქვეჩარჩო — ბუნებრივი ხე
საბეჭდი აპარატი: რეპროდუქციების დასაბეჭდად ვიყენებთ ფართოფორმატიან საბეჭდ აპარატებს (2400 DPI, 4 PK, 6 და 12 ფერიანი, მათ შორის შავი ფერის 4 ვარიაცია).

მიწოდება

ჩვენი სამუზეუმო ხარისხის ბეჭდური რეპროდუქციები მზადდება ინდივიდუალურად თითოეული მომხმარებლისთვის;
პროდუქტის შეფუთვა უზრუნველყოფს მის დაცულობას;
შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება ხდება საკურიერერო სერვისით
მიწოდების დრო: 3-5 დღე
ასევე იხილეთ
Made on
Tilda