ვინსენტ ვან გოგი - თავშესაფრის ბაღი (Garden of the Asylum, 1889)
შეიძინეთ ვინსენტ ვან გოგის „თავშესაფრის ბაღი“ — სენ-რემის პერიოდის ემოციური და ფერწერული პეიზაჟი, რომელიც მხატვარმა 1889 წლის შემოდგომაზე შექმნა. ეს ტილო გამოირჩევა ხეების (განსაკუთრებით ფიჭვების) ექსპრესიული, მბრუნავი ფორმებითა და სქელი მონასმებით (იმპასტო). ვან გოგმა აქ საოცარი სიღრმით გადმოსცა ბაღის სიმშვიდე და ბუნების მარადიული ძალა, რომელიც მისთვის სულიერი თავშესაფარი იყო.
ინტერიერში ეს ნამუშევარი სივრცეს ავსებს სიღრმით, ისტორიული ატმოსფეროთი და ბუნებრივი ენერგიით. მისი ვერტიკალური რიტმი და მდიდარი ტექსტურა იდეალურია დიდი კედლებისთვის, ჰოლისთვის ან კაბინეტისთვის, სადაც ნახატი ქმნის მედიტაციურ და ინტელექტუალურ გარემოს. ეს საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც სურს საკუთარ სახლში ვან გოგის სულიერი ძიებები და ბუნების სილამაზე გააცოცხლოს.
პროდუქტის შესახებ
პროდუქტის მახასიათებლები
მიწოდება
პროდუქტის შესახებ
ჩვენი სამუზეუმო ხარისხის ბეჭდური რეპროდუქციები მაქსიმალურად იმეორებს ორიგინალი ნამუშევრების თითოეულ დეტალს, სიღრმესა და ფერთა ჰარმონიას. ეს მიღწეულია ჩვენი ექსკლუზიური წვდომით უმაღლესი ხარისხის საბეჭდ ვიზუალურ მასალაზე, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. ბეჭდვის პროცესში კი ვიყენებთ ტექნიკას, რომელიც სრულად შეესაბამება სამუზეუმო ხარისხის რეპროდუქციების სტანდარტს, რითაც გეძლევათ უნიკალური საშუალება, შეიგრძნოთ მსოფლიო შედევრების ავთენტური სილამაზე თქვენს სივრცეში.
პროდუქტის მახასიათებლები
ხარისხი და ეკოლოგიური უსაფრთხოება: რეპროდუქციების დასაბეჭდად ვიყენებთ არა ქიმიურ ბაზაზე გახსნილ, არამედ ეკოლოგიურად სუფთა საღებავებს, რაც გულისხმობს იმას, რომ რეპროდუქცია ნებისმიერ სივრცეში — ბავშვის ოთახსა და საძინებელშიც განსათავსებლად უსაფრთხოა. მასალა: ტილო— შვეიცარიული წარმოება, 100% ბამბა მელნები — იაპონური წარმოება, წყლის ბაზაზე დამზადებული, პიგმენტური ქვეჩარჩო — ბუნებრივი ხე საბეჭდი აპარატი: რეპროდუქციების დასაბეჭდად ვიყენებთ ფართოფორმატიან საბეჭდ აპარატებს (2400 DPI, 4 PK, 6 და 12 ფერიანი, მათ შორის შავი ფერის 4 ვარიაცია).
მიწოდება
ჩვენი სამუზეუმო ხარისხის ბეჭდური რეპროდუქციები მზადდება ინდივიდუალურად თითოეული მომხმარებლისთვის; პროდუქტის შეფუთვა უზრუნველყოფს მის დაცულობას; შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება ხდება საკურიერერო სერვისით მიწოდების დრო: 3-5 დღე
ასევე იხილეთ
თქვენი კალათა
გადამისამართება მოხდება გადახდის გვერდზე (Apple Pay, Google Pay, Mastercard, Visa, American Express)