პროდუქტის შესახებ
ჩვენი სამუზეუმო ხარისხის ბეჭდური რეპროდუქციები მაქსიმალურად იმეორებს ორიგინალი ნამუშევრების თითოეულ დეტალს, სიღრმესა და ფერთა ჰარმონიას. ეს მიღწეულია ჩვენი ექსკლუზიური წვდომით უმაღლესი ხარისხის საბეჭდ ვიზუალურ მასალაზე, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. ბეჭდვის პროცესში კი ვიყენებთ ტექნიკას, რომელიც სრულად შეესაბამება სამუზეუმო ხარისხის რეპროდუქციების სტანდარტს, რითაც გეძლევათ უნიკალური საშუალება, შეიგრძნოთ მსოფლიო შედევრების ავთენტური სილამაზე თქვენს სივრცეში.
პროდუქტის მახასიათებლები
ბეჭდვის ტექნოლოგია: Giclée - პროფესიონალური 12-ფერიანი სისტემა Canon imagePROGRAF (2400 DPI უმაღლესი დეტალიზაცია).
ტილო: Canon Artistic Matte Canvas - საარქივო ხარისხის, 100% ნატურალური ბამბის მატ (გლუვი) ტილო, რომელიც არ პრიალებს, არ ირეკლავს შუქს და სრულად ინარჩუნებს ფერწერული ტილოს ფაქტურას.
მელანი და ეკოლოგიური უსაფრთხოება: წყლის ბაზაზე დამზადებული საარქივო პიგმენტური მელანი - არ შეიცავს მავნე ქიმიურ გამხსნელებს, არ აქვს სუნი, სრულიად უსაფრთხოა საძინებლისა და ბავშვის ოთახისთვის და არ ხუნდება ათწლეულების განმავლობაში.
მიწოდება
ჩვენი სამუზეუმო ხარისხის ბეჭდური რეპროდუქციები მზადდება ინდივიდუალურად თითოეული მომხმარებლისთვის;
პროდუქტის შეფუთვა უზრუნველყოფს მის დაცულობას;
შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება ხდება საკურიერო სერვისით.
მიწოდების დრო: 3-5 დღე