რაფაელი - პაპი იულიუს II (Portrait of Pope Julius II, 1511-1512)
შეიძინეთ რაფაელის გენიალური ნამუშევარი — „პაპი იულიუს II“. 1511-1512 წლებში შექმნილი ეს პორტრეტი რევოლუციურია ხელოვნების ისტორიაში: რაფაელმა პირველმა გამოსახა პაპი არა დიდებული და ფრონტალური პოზიციით, არამედ ჩაფიქრებული, მელანქოლიური და ადამიანური კუთხით. ნახატი გამოირჩევა ფერების საოცარი სიმდიდრით — წითელი ხავერდისა და თეთრი აბრეშუმის ტექსტურები მხატვრის ტექნიკური ვირტუოზულობის მწვერვალია. ეს არის პორტრეტი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა პაპების გამოსახვის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას.
ინტერიერში ეს ნამუშევარი სივრცეს ავსებს ისტორიული სოლიდურობით, ინტელექტუალური სიღრმითა და რენესანსული დიდებულებით. მისი ვერტიკალური ფორმატი და მდიდარი პალიტრა იდეალურია კაბინეტისთვის, ბიბლიოთეკისთვის ან კლასიკური სტილის მისაღები ოთახისთვის, სადაც ნახატი ხდება ინტერიერის მთავარი ვიზუალური და სტატუსური აქცენტი. ეს საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც სურს საკუთარ სახლში რენესანსის ეპოქის სიდიადე და კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი გენიოსის ხელწერა გააცოცხლოს.
პროდუქტის შესახებ
პროდუქტის მახასიათებლები
მიწოდება
პროდუქტის შესახებ
ჩვენი სამუზეუმო ხარისხის ბეჭდური რეპროდუქციები მაქსიმალურად იმეორებს ორიგინალი ნამუშევრების თითოეულ დეტალს, სიღრმესა და ფერთა ჰარმონიას. ეს მიღწეულია ჩვენი ექსკლუზიური წვდომით უმაღლესი ხარისხის საბეჭდ ვიზუალურ მასალაზე, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. ბეჭდვის პროცესში კი ვიყენებთ ტექნიკას, რომელიც სრულად შეესაბამება სამუზეუმო ხარისხის რეპროდუქციების სტანდარტს, რითაც გეძლევათ უნიკალური საშუალება, შეიგრძნოთ მსოფლიო შედევრების ავთენტური სილამაზე თქვენს სივრცეში.
პროდუქტის მახასიათებლები
ხარისხი და ეკოლოგიური უსაფრთხოება: რეპროდუქციების დასაბეჭდად ვიყენებთ არა ქიმიურ ბაზაზე გახსნილ, არამედ ეკოლოგიურად სუფთა საღებავებს, რაც გულისხმობს იმას, რომ რეპროდუქცია ნებისმიერ სივრცეში — ბავშვის ოთახსა და საძინებელშიც განსათავსებლად უსაფრთხოა. მასალა: ტილო— შვეიცარიული წარმოება, 100% ბამბა მელნები — იაპონური წარმოება, წყლის ბაზაზე დამზადებული, პიგმენტური ქვეჩარჩო — ბუნებრივი ხე საბეჭდი აპარატი: რეპროდუქციების დასაბეჭდად ვიყენებთ ფართოფორმატიან საბეჭდ აპარატებს (2400 DPI, 4 PK, 6 და 12 ფერიანი, მათ შორის შავი ფერის 4 ვარიაცია).
მიწოდება
ჩვენი სამუზეუმო ხარისხის ბეჭდური რეპროდუქციები მზადდება ინდივიდუალურად თითოეული მომხმარებლისთვის; პროდუქტის შეფუთვა უზრუნველყოფს მის დაცულობას; შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება ხდება საკურიერერო სერვისით მიწოდების დრო: 3-5 დღე
ასევე იხილეთ
თქვენი კალათა
გადამისამართება მოხდება გადახდის გვერდზე (Apple Pay, Google Pay, Mastercard, Visa, American Express)