კოცნა

99,00
GEL
კოცნა — The Kiss (1908-1909)

შეიძინეთ გუსტავ კლიმტის „კოცნა“ — მსოფლიო ხელოვნების ისტორიაში სიყვარულის ყველაზე ცნობილი და საკულტო სიმბოლო. 1907-1908 წლებში შექმნილი ეს ტილო კლიმტის „ოქროს პერიოდის“ სავიზიტო ბარათია. ოქროსფერი ორნამენტებითა და მოზაიკური ფორმებით შემოსილი შეყვარებული წყვილი ყვავილოვან მდელოზე, უფსკრულის პირას დგას, რაც ვნებას, ინტიმურობასა და მარადისობას განასახიერებს.

ინტერიერში ეს ნამუშევარი სივრცეს ავსებს უმაღლესი ესთეტიკით, სითბოთი და მარადიული სიყვარულის ენერგიით. მისი დიდი, კვადრატული ფორმატი და ოქროსფერი ნათება იდეალურია საძინებლისთვის ან მისაღები ოთახისთვის, სადაც ნახატი ქმნის მდიდრულ, ინტიმურ და დახვეწილ ატმოსფეროს. ეს საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც სურს საკუთარ სახლში მოდერნის ეპოქის ყველაზე რომანტიკული და ძვირფასი შედევრი გააცოცხლოს.
პროდუქტის შესახებ
პროდუქტის მახასიათებლები
მიწოდება

პროდუქტის შესახებ



ჩვენი სამუზეუმო ხარისხის ბეჭდური რეპროდუქციები მაქსიმალურად იმეორებს ორიგინალი ნამუშევრების თითოეულ დეტალს, სიღრმესა და ფერთა ჰარმონიას. ეს მიღწეულია ჩვენი ექსკლუზიური წვდომით უმაღლესი ხარისხის საბეჭდ ვიზუალურ მასალაზე, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. ბეჭდვის პროცესში კი ვიყენებთ ტექნიკას, რომელიც სრულად შეესაბამება სამუზეუმო ხარისხის რეპროდუქციების სტანდარტს, რითაც გეძლევათ უნიკალური საშუალება, შეიგრძნოთ მსოფლიო შედევრების ავთენტური სილამაზე თქვენს სივრცეში.

პროდუქტის მახასიათებლები

ხარისხი და ეკოლოგიური უსაფრთხოება: რეპროდუქციების დასაბეჭდად ვიყენებთ არა ქიმიურ ბაზაზე გახსნილ, არამედ ეკოლოგიურად სუფთა საღებავებს, რაც გულისხმობს იმას, რომ რეპროდუქცია ნებისმიერ სივრცეში — ბავშვის ოთახსა და საძინებელშიც განსათავსებლად უსაფრთხოა.
მასალა:
ტილო — შვეიცარიული წარმოება, 100% ბამბა
მელნები — იაპონური წარმოება, წყლის ბაზაზე დამზადებული, პიგმენტური
ქვეჩარჩო — ბუნებრივი ხე
საბეჭდი აპარატი: რეპროდუქციების დასაბეჭდად ვიყენებთ ფართოფორმატიან საბეჭდ აპარატებს (2400 DPI, 4 PK, 6 და 12 ფერიანი, მათ შორის შავი ფერის 4 ვარიაცია).

მიწოდება

ჩვენი სამუზეუმო ხარისხის ბეჭდური რეპროდუქციები მზადდება ინდივიდუალურად თითოეული მომხმარებლისთვის;
პროდუქტის შეფუთვა უზრუნველყოფს მის დაცულობას;
შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება ხდება საკურიერერო სერვისით
მიწოდების დრო: 3-5 დღე
ასევე იხილეთ
Made on
Tilda