მეჩის სახლი ვაისენბახში I

99,00
GEL
გუსტავ კლიმტი - მეტყევის სახლი ვაისენბახში I (Forester's lodge in Weissenbach I, 1914)

შეიძინეთ გუსტავ კლიმტის „მეტყევის სახლი ვაისენბახში I“ — 1914 წელს შექმნილი ინტიმური და იდუმალი პეიზაჟი, რომელიც ატერზეეს ტბის მიდამოებში მდებარე ძველ სახლს ასახავს. კლიმტმა აქ სრულად უგულებელყო ცა და ჰორიზონტი, რათა მაყურებლის ყურადღება მთლიანად სუროთი დაფარულ ფასადზე, ღია ფანჯრებსა და აყვავებულ ბაღზე გადაეტანა. ეს არის ბუნებისა და არქიტექტურის სრული შერწყმა, შესრულებული მხატვრისთვის დამახასიათებელი დეკორატიული და მოზაიკური სტილით.

ინტერიერში ეს ნამუშევარი სივრცეს ავსებს ზღაპრული სიმყუდროვით, სიმშვიდითა და ბუნებრივი სიგრილით. მისი კვადრატული ფორმატი და მდიდარი მწვანე პალიტრა იდეალურია საძინებლისთვის, აგარაკისთვის ან მყუდრო კუთხისთვის, სადაც ნახატი ქმნის დაცულობისა და ჰარმონიის განცდას. ეს საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც სურს საკუთარ სახლში კლიმტის ფერწერული მაგია და ტყის სახლის რომანტიკული ატმოსფერო გააცოცხლოს.
პროდუქტის შესახებ
პროდუქტის მახასიათებლები
მიწოდება

პროდუქტის შესახებ



ჩვენი სამუზეუმო ხარისხის ბეჭდური რეპროდუქციები მაქსიმალურად იმეორებს ორიგინალი ნამუშევრების თითოეულ დეტალს, სიღრმესა და ფერთა ჰარმონიას. ეს მიღწეულია ჩვენი ექსკლუზიური წვდომით უმაღლესი ხარისხის საბეჭდ ვიზუალურ მასალაზე, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. ბეჭდვის პროცესში კი ვიყენებთ ტექნიკას, რომელიც სრულად შეესაბამება სამუზეუმო ხარისხის რეპროდუქციების სტანდარტს, რითაც გეძლევათ უნიკალური საშუალება, შეიგრძნოთ მსოფლიო შედევრების ავთენტური სილამაზე თქვენს სივრცეში.

პროდუქტის მახასიათებლები

ხარისხი და ეკოლოგიური უსაფრთხოება: რეპროდუქციების დასაბეჭდად ვიყენებთ არა ქიმიურ ბაზაზე გახსნილ, არამედ ეკოლოგიურად სუფთა საღებავებს, რაც გულისხმობს იმას, რომ რეპროდუქცია ნებისმიერ სივრცეში — ბავშვის ოთახსა და საძინებელშიც განსათავსებლად უსაფრთხოა.
მასალა:
ტილო — შვეიცარიული წარმოება, 100% ბამბა
მელნები — იაპონური წარმოება, წყლის ბაზაზე დამზადებული, პიგმენტური
ქვეჩარჩო — ბუნებრივი ხე
საბეჭდი აპარატი: რეპროდუქციების დასაბეჭდად ვიყენებთ ფართოფორმატიან საბეჭდ აპარატებს (2400 DPI, 4 PK, 6 და 12 ფერიანი, მათ შორის შავი ფერის 4 ვარიაცია).

მიწოდება

ჩვენი სამუზეუმო ხარისხის ბეჭდური რეპროდუქციები მზადდება ინდივიდუალურად თითოეული მომხმარებლისთვის;
პროდუქტის შეფუთვა უზრუნველყოფს მის დაცულობას;
შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება ხდება საკურიერერო სერვისით
მიწოდების დრო: 3-5 დღე
ასევე იხილეთ
Made on
Tilda