სიცოცხლე და სიკვდილი

90,00
GEL
სიცოცხლე და სიკვდილი — Death and Life (1910/15)

შეიძნეთ კლიმტის „სიცოცხლე და სიკვდილი“ — ვენური მოდერნის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა და ფილოსოფიური ნამუშევარი. 1910-1915 წლებში შექმნილი ეს ტილო ადამიანის არსებობის მარადიულ ციკლს ასახავს: მარცხნივ გამოსახული სიკვდილის მუქი, მარტოსული ფიგურა უპირისპირდება მარჯვნივ მდებარე სიცოცხლის ფერად, მოზაიკურ ნაკადს, სადაც ქალები, კაცები და ბავშვები ერთიან ჰარმონიაში არიან გადახლართული. კლიმტმა აქ ფერთა და ფორმების კონტრასტით გადმოსცა სიცოცხლის ზეიმი და გამძლეობა სიკვდილის გარდაუვალობის ფონზე.

ინტერიერში ეს ნამუშევარი სივრცეს ავსებს ინტელექტუალური სიღრმით, ფერადოვნებითა და სიმბოლური მნიშვნელობით. მისი დიდი ფორმატი და მდიდარი კომპოზიცია იდეალურია დიდი მისაღები ოთახისთვის, ჰოლისთვის ან კაბინეტისთვის, სადაც ნახატი ქმნის შთამბეჭდავ და დამაფიქრებელ ატმოსფეროს. ეს საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც სურს საკუთარ სახლში კლიმტის ოსტატობა და ცხოვრების ფილოსოფია გააცოცხლოს.
პროდუქტის შესახებ
პროდუქტის მახასიათებლები
მიწოდება

პროდუქტის შესახებ



ჩვენი სამუზეუმო ხარისხის ბეჭდური რეპროდუქციები მაქსიმალურად იმეორებს ორიგინალი ნამუშევრების თითოეულ დეტალს, სიღრმესა და ფერთა ჰარმონიას. ეს მიღწეულია ჩვენი ექსკლუზიური წვდომით უმაღლესი ხარისხის საბეჭდ ვიზუალურ მასალაზე, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. ბეჭდვის პროცესში კი ვიყენებთ ტექნიკას, რომელიც სრულად შეესაბამება სამუზეუმო ხარისხის რეპროდუქციების სტანდარტს, რითაც გეძლევათ უნიკალური საშუალება, შეიგრძნოთ მსოფლიო შედევრების ავთენტური სილამაზე თქვენს სივრცეში.

პროდუქტის მახასიათებლები

ხარისხი და ეკოლოგიური უსაფრთხოება: რეპროდუქციების დასაბეჭდად ვიყენებთ არა ქიმიურ ბაზაზე გახსნილ, არამედ ეკოლოგიურად სუფთა საღებავებს, რაც გულისხმობს იმას, რომ რეპროდუქცია ნებისმიერ სივრცეში — ბავშვის ოთახსა და საძინებელშიც განსათავსებლად უსაფრთხოა.
მასალა:
ტილო — შვეიცარიული წარმოება, 100% ბამბა
მელნები — იაპონური წარმოება, წყლის ბაზაზე დამზადებული, პიგმენტური
ქვეჩარჩო — ბუნებრივი ხე
საბეჭდი აპარატი: რეპროდუქციების დასაბეჭდად ვიყენებთ ფართოფორმატიან საბეჭდ აპარატებს (2400 DPI, 4 PK, 6 და 12 ფერიანი, მათ შორის შავი ფერის 4 ვარიაცია).

მიწოდება

ჩვენი სამუზეუმო ხარისხის ბეჭდური რეპროდუქციები მზადდება ინდივიდუალურად თითოეული მომხმარებლისთვის;
პროდუქტის შეფუთვა უზრუნველყოფს მის დაცულობას;
შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება ხდება საკურიერერო სერვისით
მიწოდების დრო: 3-5 დღე
ასევე იხილეთ
Made on
Tilda