ფერმა ბუხბერგში

99,00
GEL
გუსტავ კლიმტი - ფერმა ბუხბერგში (Farmhouse in Buchberg / Upper Austrian Farmhouse, 1911)

შეიძინეთ კლიმტის „ფერმა ბუხბერგში“ — 1911 წელს შექმნილი დეკორატიული პეიზაჟი, რომელიც ატერზეეს ტბის მიდამოებში მდებარე ფერმას ასახავს. ეს ტილო გამოირჩევა კლიმტის უნიკალური კომპოზიციური ხედვით: მწვანე მდელო და ხეები თითქოს მოზაიკურ ხალიჩად ფარავს მთელ სივრცეს, საიდანაც ფერმის ფასადი მოჩანს. ჰორიზონტის ხაზის გაქრობით მხატვარმა შექმნა ინტიმური და ბუნებასთან შერწყმული სამყარო.

ინტერიერში ეს ნამუშევარი სივრცეს ავსებს სიმწვანით, სიმშვიდითა და მოდერნისტული ესთეტიკით. მისი კვადრატული ფორმატი და მდიდარი, მცენარეული ორნამენტი იდეალურია ნებისმიერი ოთახისთვის — იქნება ეს საძინებელი, მისაღები თუ სამზარეულო. ნახატი ქმნის „მწვანე კედლის“ ეფექტს და ინტერიერს მატებს ბუნებრივ, მაგრამ ამავდროულად ძალიან დახვეწილ და არტისტულ ხასიათს. ეს საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც სურს საკუთარ სახლში კლიმტის ფერწერული ენისა და ავსტრიული ბუნების იდილია გააცოცხლოს.
პროდუქტის შესახებ
პროდუქტის მახასიათებლები
მიწოდება

პროდუქტის შესახებ



ჩვენი სამუზეუმო ხარისხის ბეჭდური რეპროდუქციები მაქსიმალურად იმეორებს ორიგინალი ნამუშევრების თითოეულ დეტალს, სიღრმესა და ფერთა ჰარმონიას. ეს მიღწეულია ჩვენი ექსკლუზიური წვდომით უმაღლესი ხარისხის საბეჭდ ვიზუალურ მასალაზე, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. ბეჭდვის პროცესში კი ვიყენებთ ტექნიკას, რომელიც სრულად შეესაბამება სამუზეუმო ხარისხის რეპროდუქციების სტანდარტს, რითაც გეძლევათ უნიკალური საშუალება, შეიგრძნოთ მსოფლიო შედევრების ავთენტური სილამაზე თქვენს სივრცეში.

პროდუქტის მახასიათებლები

ხარისხი და ეკოლოგიური უსაფრთხოება: რეპროდუქციების დასაბეჭდად ვიყენებთ არა ქიმიურ ბაზაზე გახსნილ, არამედ ეკოლოგიურად სუფთა საღებავებს, რაც გულისხმობს იმას, რომ რეპროდუქცია ნებისმიერ სივრცეში — ბავშვის ოთახსა და საძინებელშიც განსათავსებლად უსაფრთხოა.
მასალა:
ტილო — შვეიცარიული წარმოება, 100% ბამბა
მელნები — იაპონური წარმოება, წყლის ბაზაზე დამზადებული, პიგმენტური
ქვეჩარჩო — ბუნებრივი ხე
საბეჭდი აპარატი: რეპროდუქციების დასაბეჭდად ვიყენებთ ფართოფორმატიან საბეჭდ აპარატებს (2400 DPI, 4 PK, 6 და 12 ფერიანი, მათ შორის შავი ფერის 4 ვარიაცია).

მიწოდება

ჩვენი სამუზეუმო ხარისხის ბეჭდური რეპროდუქციები მზადდება ინდივიდუალურად თითოეული მომხმარებლისთვის;
პროდუქტის შეფუთვა უზრუნველყოფს მის დაცულობას;
შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება ხდება საკურიერერო სერვისით
მიწოდების დრო: 3-5 დღე
ასევე იხილეთ
Made on
Tilda