თაღოვანი ბაღი

99,00
GEL
თაღოვანი ბაღი — The Trellis

გუსტავ კურბეს ეს ნამუშევარი სავსეა სიცოცხლითა და ფერების სიმფონიით. კურბეს რეალისტური ხელწერა აქ სრულად იგრძნობა — ქალი წარმოდგენილია როგორც თანამედროვეობის უბრალო მოდელი, და არა მითოლოგიური ან იდეალიზებული ფიგურა. ეს ნამუშევარი არა მხოლოდ ყვავილების სილამაზეს უსვამს ხაზს, არამედ აჩვენებს კურბეს ახალ ხედვას — ხელოვნება უნდა ასახავდეს რეალურ ცხოვრებას და არა წარსულის იდეალიზაციას.
პროდუქტის შესახებ
პროდუქტის მახასიათებლები
მიწოდება

პროდუქტის შესახებ

ჩვენი სამუზეუმო ხარისხის ბეჭდური რეპროდუქციები მაქსიმალურად იმეორებს ორიგინალი ნამუშევრების თითოეულ დეტალს, სიღრმესა და ფერთა ჰარმონიას. ეს მიღწეულია ჩვენი ექსკლუზიური წვდომით უმაღლესი ხარისხის საბეჭდ ვიზუალურ მასალაზე, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. ბეჭდვის პროცესში კი ვიყენებთ ტექნიკას, რომელიც სრულად შეესაბამება სამუზეუმო ხარისხის რეპროდუქციების სტანდარტს, რითაც გეძლევათ უნიკალური საშუალება, შეიგრძნოთ მსოფლიო შედევრების ავთენტური სილამაზე თქვენს სივრცეში.

პროდუქტის მახასიათებლები

ხარისხი და ეკოლოგიური უსაფრთხოება: რეპროდუქციების დასაბეჭდად ვიყენებთ არა ქიმიურ ბაზაზე გახსნილ, არამედ ეკოლოგიურად სუფთა საღებავებს, რაც გულისხმობს იმას, რომ რეპროდუქცია ნებისმიერ სივრცეში — ბავშვის ოთახსა და საძინებელშიც განსათავსებლად უსაფრთხოა.
მასალა:
ტილო — შვეიცარიული წარმოება, 100% ბამბა
მელნები — იაპონური წარმოება, წყლის ბაზაზე დამზადებული, პიგმენტური
ქვეჩარჩო — ბუნებრივი ხე
საბეჭდი აპარატი: რეპროდუქციების დასაბეჭდად ვიყენებთ ფართოფორმატიან საბეჭდ აპარატებს (2400 DPI, 4 PK, 6 და 12 ფერიანი, მათ შორის შავი ფერის 4 ვარიაცია).

მიწოდება

ჩვენი სამუზეუმო ხარისხის ბეჭდური რეპროდუქციები მზადდება ინდივიდუალურად თითოეული მომხმარებლისთვის;
პროდუქტის შეფუთვა უზრუნველყოფს მის დაცულობას;
შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება ხდება საკურიერერო სერვისით
მიწოდების დრო: 3-5 დღე
ასევე იხილეთ
Made on
Tilda