(Apple Pay, Google Pay, Mastercard, Visa, American Express)
(Apple Pay, Google Pay, Mastercard, Visa, American Express)
ფრანგული როკოკო და დახვეწილი არისტოკრატიული სული ჟან-ონორე ფრაგონარი (1732–1806) როკოკოს ეპოქის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა და საფრანგეთის უდიდესი მეისტრია. ის განსაკუთრებით ცნობილია თავისი გალანტური და რომანტიკული სცენებით, სადაც საოცარი ოსტატობით გადმოსცემდა ემოციურ დინამიკას, ჰაეროვან ატმოსფეროსა და სინათლის ნატიფ თამაშს. ფრაგონარის შემოქმედება გამოირჩევა ლირიზმით, სიცოცხლის სიხარულითა და ბუნებისა თუ ადამიანური გრძნობებისადმი ღრმა პატივისცემით.
რატომ მოუხდება ფრაგონარი თქვენს ინტერიერს?ჟან-ონორე ფრაგონარის ნამუშევრები ინტერიერში შემოიტანს განსაკუთრებულ ფრანგულ შარმს, სინათლესა და ბუნებრივ ჰარმონიას. მისი ნაზი, თბილი ტონები, აყვავებული ბაღები და დინამიკური კომპოზიციები იდეალურია საძინებლისთვის, სასადილო ოთახისთვის ან კლასიკური მისაღები სივრცისთვის. ეს არის ხელოვნება, რომელიც ქმნის მყუდრო, დახვეწილ, გამჭვირვალე და პოზიტიურ ატმოსფეროს.
უმაღლესი ხარისხის ბეჭდვა მსოფლიო გალერეა გთავაზობთ ჟან-ონორე ფრაგონარის ნამუშევრების ზუსტ ასლებს. ჩვენ ვიყენებთ ნატურალურ ტილოს და არქიული ხარისხის მელანს, რომელიც არ ხუნდება და ათწლეულების განმავლობაში ინარჩუნებს პირვანდელი ფერების სიღრმესა და სიმკვეთრეს.