სიყვარულის ელექსირი 1903

89,00
GEL
ეველინ დე მორგანი - სიყვარულის ელექსირი (The Love Potion, 1903)

შეიძინეთ ეველინ დე მორგანის „სიყვარულის ელექსირი“ — გვიანი პრერაფაელიტიზმისა და ინგლისური სიმბოლიზმის გამორჩეული წარმომადგენლის 1903 წელს შექმნილი დე მორგანის საკულტო ნამუშევარი. ოქროსფერ სამოსში გამოწყობილი ჯადოქარი ქალი და მის ფერხთით მოკალათებული შავი კატა პრერაფაელიტიზმის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ხატებას ქმნის.

ინტერიერში ეს ნამუშევარი ინტერიერს ანიჭებს მაგიურ შარმს, თბილ ოქროსფერ ბრწყინვალებასა და უნიკალურ არისტოკრატიულ ხასიათს. ეს საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც სურს საკუთარ სახლში ეველინ დე მორგანის გამორჩეული ხელწერა და სამუზეუმო ხარისხის ხელოვნება გააცოცხლოს.
პროდუქტის შესახებ
პროდუქტის მახასიათებლები
მიწოდება

პროდუქტის შესახებ


ჩვენი სამუზეუმო ხარისხის ბეჭდური რეპროდუქციები მაქსიმალურად იმეორებს ორიგინალი ნამუშევრების თითოეულ დეტალს, სიღრმესა და ფერთა ჰარმონიას. ეს მიღწეულია ჩვენი ექსკლუზიური წვდომით უმაღლესი ხარისხის საბეჭდ ვიზუალურ მასალაზე, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. ბეჭდვის პროცესში კი ვიყენებთ ტექნიკას, რომელიც სრულად შეესაბამება სამუზეუმო ხარისხის რეპროდუქციების სტანდარტს, რითაც გეძლევათ უნიკალური საშუალება, შეიგრძნოთ მსოფლიო შედევრების ავთენტური სილამაზე თქვენს სივრცეში.

პროდუქტის მახასიათებლები

ხარისხი და ეკოლოგიური უსაფრთხოება: რეპროდუქციების დასაბეჭდად ვიყენებთ არა ქიმიურ ბაზაზე გახსნილ, არამედ ეკოლოგიურად სუფთა საღებავებს, რაც გულისხმობს იმას, რომ რეპროდუქცია ნებისმიერ სივრცეში — ბავშვის ოთახსა და საძინებელშიც განსათავსებლად უსაფრთხოა.
მასალა:
ტილო — შვეიცარიული წარმოება, 100% ბამბა
მელნები — იაპონური წარმოება, წყლის ბაზაზე დამზადებული, პიგმენტური
ქვეჩარჩო — ბუნებრივი ხე
საბეჭდი აპარატი: რეპროდუქციების დასაბეჭდად ვიყენებთ ფართოფორმატიან საბეჭდ აპარატებს (2400 DPI, 4 PK, 6 და 12 ფერიანი, მათ შორის შავი ფერის 4 ვარიაცია).

მიწოდება

ჩვენი სამუზეუმო ხარისხის ბეჭდური რეპროდუქციები მზადდება ინდივიდუალურად თითოეული მომხმარებლისთვის;
პროდუქტის შეფუთვა უზრუნველყოფს მის დაცულობას;
შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება ხდება საკურიერერო სერვისით
მიწოდების დრო: 3-5 დღე
ასევე იხილეთ
Made on
Tilda