World Gallery

ედვარდ მუნკი: კივილი

კივილი - მუნკის ყველაზე ცნობილი მოტივი, რომელიც მიეკუთვნება მოტივების სერიას, სახელად ცხოვრების ფრიზი. ეს ფერწერული ციკლი მუნკმა აღწერა, როგორც ლექსი სიყვარულის, ცხოვრებისა და სიკვიდილის შესახებ.
კივილი დაფუძვნებულია მუნკის გამოცდილებაზე, რომელიც მის რამოდენიმე ტექსტშია ნახსენები: მე ვსეირნობდი ორ მეგობართან ერთად - მზე ჩადიოდა - მოულოდნელად ცა სისხლისფერი წითელი გახდა - მე შევჩერდი, დაღლილი დავეყრდენი ღობეს - მოლურჯო-შავი ფიორდისა და ქალაქის თავზე იყო სისხლი და ცეცხლის ენები - ჩემი მეგობრები გზას აგრძელებდნენ, მე კი ვიდექი, სევდისგან ვკნკალებდი და ვგრძნობდი ბუნებისგან მომავალ გაუთავებელ კივილს.
ედვარდ მუნკის ნახატი კივილი სულიერი რღვევის შემზარავი მეტაფორა, არსებობის ქარიშხალში დაკარგული სულის ძახილია. ცენტრალური ფიგურა, რომელიც სიცარიელეში ყვირის, გამოხატავს არა მხოლოდ შინაგან აგონიას, არამედ არსებობის აბსურდის წინაშე უიმედო სასოწარკვეთასაც. ადამიანური არსებობის ნაპირზე გადმოგდებული ფიგურა იყინება ეგზისტენციალური შიშის მომენტში, როდესაც იაზრებს საკუთარი არსებობის არარაობას. ტალღოვანი ხაზები, რომლებიც სურათის სივრცეს კვეთენ, გვახსენებენ ადამიანური ფსიქიკის აღმავლობასა და დაცემას, რასაც ამძიმებს აუტანელი შფოთვის ფერები. მუნკი იყენებს ტალღოვან ხაზებსა და ფერების დრამატულ კონტრასტებს, რათა შექმნას თითქმის ხელშესახები დაძაბული და მშფოთვარე ატმოსფერო.
ამ ნამუშევრით მუნკი ჩვენი საკუთარი შიშის სიღრმეში გვახედებს, სადაც ყოველი შეგრძნება სრული სიცხადით გვევლინება და ყოველი ემოცია გადაჯაჭვულია სამყაროს ქაოსში დაკარგული სულის კივილთან. მუნკი, როგორც ახალი დროის წინასწარმეტყველი გვაჩვენებს, რომ კივილი რეალობის მეტაფიზიკური გამოწვევაა.
მისი ნახატი - ესაა სულის სისუსტის გამოძახილი მოდერნის ეპოქაში, ესაა შეხსენება, რომ "ღმერთის სიკვდილის" შემდეგ არსებობა მოითხოვს სიმამაცეს უფსკრულში საყურებლად.
ედვარდ მუნკი
Made on
Tilda