მხატვრის ბაღი ვეტეილში

85,00
GEL
შეიძინეთ კლოდ მონეს „მხატვრის ბაღი ვეტეილში“ — 1881 წელს შექმნილი მზიანი და სიცოცხლით სავსე პეიზაჟი. ეს ტილო ასახავს მონეს სახლისკენ მიმავალ ბილიკს, რომელიც გიგანტური მზესუმზირებითა და აყვავებული ყვავილებითაა გარშემორტყმული. მხატვარმა აქ ვირტუოზულად გამოიყენა სინათლისა და ჩრდილის კონტრასტი, რათა ზაფხულის დღის მხურვალება და ბაღის სურნელოვანი ატმოსფერო გადმოეცა. პატარა ფიგურები კიბეზე კომპოზიციას სითბოსა და ადამიანურ ელფერს სძენენ.

ინტერიერში ეს ნამუშევარი სივრცეს ავსებს ზაფხულის ენერგიით, სინათლითა და მასშტაბურობის განცდით. მისი დიდი ფორმატი და მდიდარი, მზიანი პალიტრა იდეალურია მისაღები ოთახისთვის, ჰოლისთვის ან დიდი კედლისთვის, სადაც ნახატი ქმნის „ღია კარის“ ეფექტს აყვავებული ბაღისკენ. ეს საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც სურს საკუთარ სახლში მონეს ფერწერული გენიის ყველაზე პოზიტიური და ფერადი მომენტი გააცოცხლოს.
პროდუქტის შესახებ
პროდუქტის მახასიათებლები
მიწოდება

პროდუქტის შესახებ



ჩვენი სამუზეუმო ხარისხის ბეჭდური რეპროდუქციები მაქსიმალურად იმეორებს ორიგინალი ნამუშევრების თითოეულ დეტალს, სიღრმესა და ფერთა ჰარმონიას. ეს მიღწეულია ჩვენი ექსკლუზიური წვდომით უმაღლესი ხარისხის საბეჭდ ვიზუალურ მასალაზე, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. ბეჭდვის პროცესში კი ვიყენებთ ტექნიკას, რომელიც სრულად შეესაბამება სამუზეუმო ხარისხის რეპროდუქციების სტანდარტს, რითაც გეძლევათ უნიკალური საშუალება, შეიგრძნოთ მსოფლიო შედევრების ავთენტური სილამაზე თქვენს სივრცეში.

პროდუქტის მახასიათებლები

ხარისხი და ეკოლოგიური უსაფრთხოება: რეპროდუქციების დასაბეჭდად ვიყენებთ არა ქიმიურ ბაზაზე გახსნილ, არამედ ეკოლოგიურად სუფთა საღებავებს, რაც გულისხმობს იმას, რომ რეპროდუქცია ნებისმიერ სივრცეში — ბავშვის ოთახსა და საძინებელშიც განსათავსებლად უსაფრთხოა.
მასალა:
ტილო — შვეიცარიული წარმოება, 100% ბამბა
მელნები — იაპონური წარმოება, წყლის ბაზაზე დამზადებული, პიგმენტური
ქვეჩარჩო — ბუნებრივი ხე
საბეჭდი აპარატი: რეპროდუქციების დასაბეჭდად ვიყენებთ ფართოფორმატიან საბეჭდ აპარატებს (2400 DPI, 4 PK, 6 და 12 ფერიანი, მათ შორის შავი ფერის 4 ვარიაცია).

მიწოდება

ჩვენი სამუზეუმო ხარისხის ბეჭდური რეპროდუქციები მზადდება ინდივიდუალურად თითოეული მომხმარებლისთვის;
პროდუქტის შეფუთვა უზრუნველყოფს მის დაცულობას;
შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება ხდება საკურიერერო სერვისით
მიწოდების დრო: 3-5 დღე
ასევე იხილეთ
Made on
Tilda