შემოდგომა სენაზე

99,00
GEL
კლოდ მონე - შემოდგომა სენაზე (Autumn on the Seine, Argenteuil, 1873)

შეიძინეთ კლოდ მონეს „შემოდგომა სენაზე“ — არჟანტეის პერიოდის ბრწყინვალე ნამუშევარი, რომელიც შემოდგომის ბუნების ფერისცვალებასა და წყლის სტიქიას აერთიანებს. 1873 წელს შექმნილი ეს ტილო გამოირჩევა მდინარე სენის ზედაპირზე არეკლილი ოქროსფერი და მოწითალო ხეების ვიბრაციით. მონემ აქ იმპრესიონისტული ტექნიკის სრული ოსტატობით გადმოსცა სეზონური სევდა და ბუნების მშვიდი სილამაზე.

ინტერიერში ეს ნამუშევარი სივრცეს ავსებს სითბოთი, მყუდროებითა და შემოდგომის ფერთა სიმდიდრით. მისი ჰორიზონტალური ფორმატი და ნატურალური, თბილი პალიტრა იდეალურია მისაღები ოთახისთვის, კაბინეტისთვის ან საძინებლისთვის, სადაც ნახატი ქმნის დახვეწილ და მხატვრულ გარემოს. ეს საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც სურს საკუთარ სახლში მონეს პეიზაჟების სილამაზე და მდინარისპირა შემოდგომის იდილია გააცოცხლოს.
პროდუქტის შესახებ
პროდუქტის მახასიათებლები
მიწოდება

პროდუქტის შესახებ



ჩვენი სამუზეუმო ხარისხის ბეჭდური რეპროდუქციები მაქსიმალურად იმეორებს ორიგინალი ნამუშევრების თითოეულ დეტალს, სიღრმესა და ფერთა ჰარმონიას. ეს მიღწეულია ჩვენი ექსკლუზიური წვდომით უმაღლესი ხარისხის საბეჭდ ვიზუალურ მასალაზე, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. ბეჭდვის პროცესში კი ვიყენებთ ტექნიკას, რომელიც სრულად შეესაბამება სამუზეუმო ხარისხის რეპროდუქციების სტანდარტს, რითაც გეძლევათ უნიკალური საშუალება, შეიგრძნოთ მსოფლიო შედევრების ავთენტური სილამაზე თქვენს სივრცეში.

პროდუქტის მახასიათებლები

ხარისხი და ეკოლოგიური უსაფრთხოება: რეპროდუქციების დასაბეჭდად ვიყენებთ არა ქიმიურ ბაზაზე გახსნილ, არამედ ეკოლოგიურად სუფთა საღებავებს, რაც გულისხმობს იმას, რომ რეპროდუქცია ნებისმიერ სივრცეში — ბავშვის ოთახსა და საძინებელშიც განსათავსებლად უსაფრთხოა.
მასალა:
ტილო — შვეიცარიული წარმოება, 100% ბამბა
მელნები — იაპონური წარმოება, წყლის ბაზაზე დამზადებული, პიგმენტური
ქვეჩარჩო — ბუნებრივი ხე
საბეჭდი აპარატი: რეპროდუქციების დასაბეჭდად ვიყენებთ ფართოფორმატიან საბეჭდ აპარატებს (2400 DPI, 4 PK, 6 და 12 ფერიანი, მათ შორის შავი ფერის 4 ვარიაცია).

მიწოდება

ჩვენი სამუზეუმო ხარისხის ბეჭდური რეპროდუქციები მზადდება ინდივიდუალურად თითოეული მომხმარებლისთვის;
პროდუქტის შეფუთვა უზრუნველყოფს მის დაცულობას;
შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება ხდება საკურიერერო სერვისით
მიწოდების დრო: 3-5 დღე
ასევე იხილეთ
Made on
Tilda