კარავაჯო - ვახშამი ემაუსში (The Supper at Emmaus, 1601)
შეიძინეთ კარავაჯოს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და დეტალებით მდიდარი შედევრი — „ვახშამი ემაუსში“. 1601 წელს შექმნილი ეს ტილო ასახავს მომენტს, როდესაც აღდგომილი ქრისტე ორ მოწაფეს ეცხადება, რომლებიც მას მხოლოდ პურის გატეხვისას ცნობენ. ნახატი გამოირჩევა კარავაჯოსთვის დამახასიათებელი რადიკალური რეალიზმითა და დრამატული „ტენებრიზმით“. წინა პლანზე გამოსახული ნატურმორტი და მოწაფეების ექსპრესიული ჟესტები სცენას საოცარ ფსიქოლოგიურ სიღრმესა და დაძაბულობას სძენს.
ინტერიერში ეს ნამუშევარი სივრცეს ავსებს სოლიდურობით, მისტიკითა და ისტორიული სიდიადით. მისი დიდი ჰორიზონტალური ფორმატი და მდიდარი, მუქი პალიტრა იდეალურია სასადილო ოთახისთვის, მისაღებისთვის ან კაბინეტისთვის, სადაც ნახატი ხდება მთავარი ვიზუალური აქცენტი. ეს საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც სურს საკუთარ სახლში ბაროკოს ეპოქის ყველაზე ემოციური შედევრი და კარავაჯოს გენიალური რეალიზმი გააცოცხლოს.
პროდუქტის შესახებ
პროდუქტის მახასიათებლები
მიწოდება
პროდუქტის შესახებ
ჩვენი სამუზეუმო ხარისხის ბეჭდური რეპროდუქციები მაქსიმალურად იმეორებს ორიგინალი ნამუშევრების თითოეულ დეტალს, სიღრმესა და ფერთა ჰარმონიას. ეს მიღწეულია ჩვენი ექსკლუზიური წვდომით უმაღლესი ხარისხის საბეჭდ ვიზუალურ მასალაზე, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. ბეჭდვის პროცესში კი ვიყენებთ ტექნიკას, რომელიც სრულად შეესაბამება სამუზეუმო ხარისხის რეპროდუქციების სტანდარტს, რითაც გეძლევათ უნიკალური საშუალება, შეიგრძნოთ მსოფლიო შედევრების ავთენტური სილამაზე თქვენს სივრცეში.
პროდუქტის მახასიათებლები
ხარისხი და ეკოლოგიური უსაფრთხოება: რეპროდუქციების დასაბეჭდად ვიყენებთ არა ქიმიურ ბაზაზე გახსნილ, არამედ ეკოლოგიურად სუფთა საღებავებს, რაც გულისხმობს იმას, რომ რეპროდუქცია ნებისმიერ სივრცეში — ბავშვის ოთახსა და საძინებელშიც განსათავსებლად უსაფრთხოა. მასალა: ტილო— შვეიცარიული წარმოება, 100% ბამბა მელნები — იაპონური წარმოება, წყლის ბაზაზე დამზადებული, პიგმენტური ქვეჩარჩო — ბუნებრივი ხე საბეჭდი აპარატი: რეპროდუქციების დასაბეჭდად ვიყენებთ ფართოფორმატიან საბეჭდ აპარატებს (2400 DPI, 4 PK, 6 და 12 ფერიანი, მათ შორის შავი ფერის 4 ვარიაცია).
მიწოდება
ჩვენი სამუზეუმო ხარისხის ბეჭდური რეპროდუქციები მზადდება ინდივიდუალურად თითოეული მომხმარებლისთვის; პროდუქტის შეფუთვა უზრუნველყოფს მის დაცულობას; შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება ხდება საკურიერერო სერვისით მიწოდების დრო: 3-5 დღე
ასევე იხილეთ
თქვენი კალათა
გადამისამართება მოხდება გადახდის გვერდზე (Apple Pay, Google Pay, Mastercard, Visa, American Express)