აღელვებული ზღვა ეტრეტატში

85,00
GEL
აღელვებული ზღვა ეტრეტატში — Rough Sea at Etretat (1883)

კლოდ მონე ამ ნამუშევარში აღბეჭდავს ბუნების ძალასა და სილამაზეს, რომელიც მუდამ იყო მისი შთაგონები წყარო. 1883 წელს შექმნილი ეს ტილო იმ სერიის ნაწილია, რომელიც ნორმანდიის ეტრეტატის სანაპიროს ეძღვნება.

ტილოზე გამოსახულია ზამთრის ზღვა ბობოქარი ტალღებით, რომელიც კომპოზიციის ცენტრალურ ნაწილს იკავებს. წინა პლანზე ორი მეთევზე და ნავებია. კლდის ფორმა მკვეთრად გამოირჩევა წვიმის ფონზე. მონეს სწრაფი და ენერგიული მონასმები ოსტატურად გადმოსცემენ ტალღების დინამიკასა და ბუნების დაუნდობელ სიძლიერეს.

მხატვარი საოცარი სიზუსტით გადმოსცემს ქარიშხლის ატმოსფეროსა და ბუნების უსაზღვრო ენერგიას – ამაღელვებელს, გრანდიოზულს და ამავდროულად მომხიბვლელს. ეს ნამუშევარი 1883 წელსვე შეიძინა ცნობილმა პარიზელმა არტ-დილერმა, პოლ დიურან-რუელმა, ხოლო 1902 წელს ის მუზეუმის კოლექციის ნაწილად იქცა, იმ დროისთვის ერთ-ერთი პირველი იმპრესიონისტული შენაძენის სახით.
პროდუქტის შესახებ
პროდუქტის მახასიათებლები
მიწოდება

პროდუქტის შესახებ

ჩვენი სამუზეუმო ხარისხის ბეჭდური რეპროდუქციები მაქსიმალურად იმეორებს ორიგინალი ნამუშევრების თითოეულ დეტალს, სიღრმესა და ფერთა ჰარმონიას. ეს მიღწეულია ჩვენი ექსკლუზიური წვდომით უმაღლესი ხარისხის საბეჭდ ვიზუალურ მასალაზე, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. ბეჭდვის პროცესში კი ვიყენებთ ტექნიკას, რომელიც სრულად შეესაბამება სამუზეუმო ხარისხის რეპროდუქციების სტანდარტს, რითაც გეძლევათ უნიკალური საშუალება, შეიგრძნოთ მსოფლიო შედევრების ავთენტური სილამაზე თქვენს სივრცეში.

პროდუქტის მახასიათებლები

ხარისხი და ეკოლოგიური უსაფრთხოება: რეპროდუქციების დასაბეჭდად ვიყენებთ არა ქიმიურ ბაზაზე გახსნილ, არამედ ეკოლოგიურად სუფთა საღებავებს, რაც გულისხმობს იმას, რომ რეპროდუქცია ნებისმიერ სივრცეში — ბავშვის ოთახსა და საძინებელშიც განსათავსებლად უსაფრთხოა.
მასალა:
ტილო — შვეიცარიული წარმოება, 100% ბამბა
მელნები — იაპონური წარმოება, წყლის ბაზაზე დამზადებული, პიგმენტური
ქვეჩარჩო — ბუნებრივი ხე
საბეჭდი აპარატი: რეპროდუქციების დასაბეჭდად ვიყენებთ ფართოფორმატიან საბეჭდ აპარატებს (2400 DPI, 4 PK, 6 და 12 ფერიანი, მათ შორის შავი ფერის 4 ვარიაცია).

მიწოდება

ჩვენი საგამოფენო დეტალიზაციის ბეჭდური რეპროდუქციები მზადდება ინდივიდუალურად თითოეული მომხმარებლისთვის
პროდუქტის შეფუთვა უზრუნველყოფს მის დაცულობას
შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება ხდება საკურიერერო სერვისით
მიწოდების დრო: შეკვეთის განთავსებიდან 3-5 დღე
ასევე იხილეთ
Made on
Tilda