დუმფარები

99,00
GEL
ლოტოსის ყვავილები — Water Lilies (1922)

კლოდ მონეს გვიანი პერიოდის ეს შედევრი მაყურებელს აბსტრაქტული სინათლისა და ანარეკლების სამყაროში აქცევს. ზღვარი ცასა და წყალს შორის იშლება, სივრცე კი ფერების რბილ გადასვლებში იძირება. მხატვრის მონასმები ქმნიან ეფექტს, თითქოს თავად ტილო სუნთქავს და ბუნებასთან ერთად ცოცხლობს.

შთაგონებული თავისი წყლის ბაღით ჟივერნიში, მონე წლების განმავლობაში ეძებდა ფორმისა და ფერის აბსოლუტურ ჰარმონიას. ამ ნამუშევარში არ არსებობს ჰორიზონტი – მხოლოდ სინათლის, ანარეკლებისა და ტონების რბილი თამაში. ეს სერია მხატვრის მრავალწლიანი ძიებების შედეგი იყო, მისი სურვილი – გადმოეცა ბუნებაში სრული ჩაძირვის შეგრძნება.
პროდუქტის შესახებ
პროდუქტის მახასიათებლები
მიწოდება

პროდუქტის შესახებ

ჩვენი სამუზეუმო ხარისხის ბეჭდური რეპროდუქციები მაქსიმალურად იმეორებს ორიგინალი ნამუშევრების თითოეულ დეტალს, სიღრმესა და ფერთა ჰარმონიას. ეს მიღწეულია ჩვენი ექსკლუზიური წვდომით უმაღლესი ხარისხის საბეჭდ ვიზუალურ მასალაზე, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. ბეჭდვის პროცესში კი ვიყენებთ ტექნიკას, რომელიც სრულად შეესაბამება სამუზეუმო ხარისხის რეპროდუქციების სტანდარტს, რითაც გეძლევათ უნიკალური საშუალება, შეიგრძნოთ მსოფლიო შედევრების ავთენტური სილამაზე თქვენს სივრცეში.

პროდუქტის მახასიათებლები

ხარისხი და ეკოლოგიური უსაფრთხოება: რეპროდუქციების დასაბეჭდად ვიყენებთ არა ქიმიურ ბაზაზე გახსნილ, არამედ ეკოლოგიურად სუფთა საღებავებს, რაც გულისხმობს იმას, რომ რეპროდუქცია ნებისმიერ სივრცეში — ბავშვის ოთახსა და საძინებელშიც განსათავსებლად უსაფრთხოა.
მასალა:
ტილო — შვეიცარიული წარმოება, 100% ბამბა
მელნები — იაპონური წარმოება, წყლის ბაზაზე დამზადებული, პიგმენტური
ქვეჩარჩო — ბუნებრივი ხე
საბეჭდი აპარატი: რეპროდუქციების დასაბეჭდად ვიყენებთ ფართოფორმატიან საბეჭდ აპარატებს (2400 DPI, 4 PK, 6 და 12 ფერიანი, მათ შორის შავი ფერის 4 ვარიაცია).

მიწოდება

ჩვენი სამუზეუმო ხარისხის ბეჭდური რეპროდუქციები მზადდება ინდივიდუალურად თითოეული მომხმარებლისთვის;
პროდუქტის შეფუთვა უზრუნველყოფს მის დაცულობას;
შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება ხდება საკურიერერო სერვისით
მიწოდების დრო: 3-5 დღე
ასევე იხილეთ
Made on
Tilda