თოვლიანი პეიზაჟი არჟანტეიში

85,00
GEL
თოვლიანი პეიზაჟი არჟანტეიში — Snow Scene at Argenteuil (1875)

კლოდ მონე ამ ნამუშევარში ზამთრის მომხიბვლელობას აღბეჭდავს. 1875 წელს შექმნილი ეს ტილო იმ 18-ნაწილიანი სერიის ნაწილია, რომელიც არჟანტეის თოვლიან პეიზაჟებს ეძღვნება – ქალაქს, სადაც მონემ 1870-იანი წლების დიდი ნაწილი გაატარა.

ტილოზე გამოსახულია სენ-დენის ბულვარი, რომელსაც მდინარე სენასკენ მივყავართ. მონე ოსტატურად გადმოსცემს ზამთრის მოღრუბლული დღის ატმოსფეროს, რისთვისაც იყენებს მეტწილად მონოქრომულ ფერთა პალიტრას – ცისფერ და ნაცრისფერ ტონებს. დეტალები ადგილს უთმობენ საერთო განწყობას, რაც ქმნის განსაკუთრებულად დასამახსოვრებელ პეიზაჟს.
პროდუქტის შესახებ
პროდუქტის მახასიათებლები
მიწოდება

პროდუქტის შესახებ

ჩვენი სამუზეუმო ხარისხის ბეჭდური რეპროდუქციები მაქსიმალურად იმეორებს ორიგინალი ნამუშევრების თითოეულ დეტალს, სიღრმესა და ფერთა ჰარმონიას. ეს მიღწეულია ჩვენი ექსკლუზიური წვდომით უმაღლესი ხარისხის საბეჭდ ვიზუალურ მასალაზე, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. ბეჭდვის პროცესში კი ვიყენებთ ტექნიკას, რომელიც სრულად შეესაბამება სამუზეუმო ხარისხის რეპროდუქციების სტანდარტს, რითაც გეძლევათ უნიკალური საშუალება, შეიგრძნოთ მსოფლიო შედევრების ავთენტური სილამაზე თქვენს სივრცეში.

პროდუქტის მახასიათებლები

ხარისხი და ეკოლოგიური უსაფრთხოება: რეპროდუქციების დასაბეჭდად ვიყენებთ არა ქიმიურ ბაზაზე გახსნილ, არამედ ეკოლოგიურად სუფთა საღებავებს, რაც გულისხმობს იმას, რომ რეპროდუქცია ნებისმიერ სივრცეში — ბავშვის ოთახსა და საძინებელშიც განსათავსებლად უსაფრთხოა.
მასალა:
ტილო — შვეიცარიული წარმოება, 100% ბამბა
მელნები — იაპონური წარმოება, წყლის ბაზაზე დამზადებული, პიგმენტური
ქვეჩარჩო — ბუნებრივი ხე
საბეჭდი აპარატი: რეპროდუქციების დასაბეჭდად ვიყენებთ ფართოფორმატიან საბეჭდ აპარატებს (2400 DPI, 4 PK, 6 და 12 ფერიანი, მათ შორის შავი ფერის 4 ვარიაცია).

მიწოდება

ჩვენი სამუზეუმო ხარისხის ბეჭდური რეპროდუქციები მზადდება ინდივიდუალურად თითოეული მომხმარებლისთვის;
პროდუქტის შეფუთვა უზრუნველყოფს მის დაცულობას;
შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება ხდება საკურიერერო სერვისით
მიწოდების დრო: 3-5 დღე
ასევე იხილეთ
Made on
Tilda