კლდეები პურვილში, მზის ამოსვლა

99,00
GEL
კლდეები პურვილში, მზის ამოსვლა — Falaises a Pourville, soleil levant (1897)

კლოდ მონემ, ნორმანდიის სანაპიროს სილამაზით შთაგონებულმა, ეს ნამუშევარი 1897 წელს შექმნა. ეს ტილო ნაწილია ხუთი ნაწარმოებიდან შემდგარი სერიის, სადაც მონე პურვილის კლდეებს დღის სხვადასხვა მონაკვეთში აღბეჭდავს. ამ ტილოზე მხატვარი წარმოგვიდგენს მზის ამოსვლის მომენტს, როდესაც პირველი სხივები ანათებენ კლდეებსა და წყალს, ქმნიან შუქისა და ჩრდილის თამაშს.

მონე ოსტატურად გადმოსცემს დილის ატმოსფეროს. ცის ნაზი პასტელური ტონები კონტრასტს ქმნიან ზღვისა და კლდეების უფრო გაჯერებულ ელფერებთან, რაც ქმნის ჰარმონიის შეგრძნებას.
პროდუქტის შესახებ
პროდუქტის მახასიათებლები
მიწოდება

პროდუქტის შესახებ

ჩვენი სამუზეუმო ხარისხის ბეჭდური რეპროდუქციები მაქსიმალურად იმეორებს ორიგინალი ნამუშევრების თითოეულ დეტალს, სიღრმესა და ფერთა ჰარმონიას. ეს მიღწეულია ჩვენი ექსკლუზიური წვდომით უმაღლესი ხარისხის საბეჭდ ვიზუალურ მასალაზე, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. ბეჭდვის პროცესში კი ვიყენებთ ტექნიკას, რომელიც სრულად შეესაბამება სამუზეუმო ხარისხის რეპროდუქციების სტანდარტს, რითაც გეძლევათ უნიკალური საშუალება, შეიგრძნოთ მსოფლიო შედევრების ავთენტური სილამაზე თქვენს სივრცეში.

პროდუქტის მახასიათებლები

ხარისხი და ეკოლოგიური უსაფრთხოება: რეპროდუქციების დასაბეჭდად ვიყენებთ არა ქიმიურ ბაზაზე გახსნილ, არამედ ეკოლოგიურად სუფთა საღებავებს, რაც გულისხმობს იმას, რომ რეპროდუქცია ნებისმიერ სივრცეში — ბავშვის ოთახსა და საძინებელშიც განსათავსებლად უსაფრთხოა.
მასალა:
ტილო — შვეიცარიული წარმოება, 100% ბამბა
მელნები — იაპონური წარმოება, წყლის ბაზაზე დამზადებული, პიგმენტური
ქვეჩარჩო — ბუნებრივი ხე
საბეჭდი აპარატი: რეპროდუქციების დასაბეჭდად ვიყენებთ ფართოფორმატიან საბეჭდ აპარატებს (2400 DPI, 4 PK, 6 და 12 ფერიანი, მათ შორის შავი ფერის 4 ვარიაცია).

მიწოდება

ჩვენი სამუზეუმო ხარისხის ბეჭდური რეპროდუქციები მზადდება ინდივიდუალურად თითოეული მომხმარებლისთვის;
პროდუქტის შეფუთვა უზრუნველყოფს მის დაცულობას;
შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება ხდება საკურიერერო სერვისით
მიწოდების დრო: 3-5 დღე
ასევე იხილეთ
Made on
Tilda