პეიზაჟი პორ-ვილში

85,00
GEL
პეიზაჟი პორ-ვილში — Paisaje en Port-Villez (1883)

კლოდ მონე ამ ნამუშევარში აღბეჭდავს ბუნების მომხიბვლელობას, რომელიც მუდამ იყო მისი მთავარი შთაგონების წყარო. 1883 წელს შექმნილი ეს ტილო ასახავს იმ პერიოდს, როდესაც მონე დასახლდა ჟივერნიში და აქტიურად იკვლევდა მიმდებარე ადგილებს.

ტილოზე გამოსახულია პორ-ვილის გორაკი, რომელიც მდინარე სენაზე მდებარე პატარა კუნძულებს გადმოჰყურებს. მონე ოსტატურად გადმოსცემს წყლის ზედაპირზე სინათლის თამაშს და წინა პლანზე მოქცეული ბალახის მოძრაობას, რაც ბუნების სიცოცხლისა და დინამიკის განცდას ქმნის. ფონად წარმოდგენილია უბრალო სოფლის პეიზაჟი, რომელიც ნამუშევარს სითბოსა და ჰარმონიის შეგრძნებას მატებს.

მონე ამბობდა: „ისე ნელა ვმუშაობ, რომ ეს მასევდიანებს, მაგრამ რაც უფრო მეტს ვხატავ, მით უფრო ვხვდები, რამდენად ბევრი შრომა მჭირდება იმის საპოვნელად, რასაც ვეძებ: მომენტის ხიბლი, განსაკუთრებით ეს შუქი, რომელიც ყველაფერშია გაფანტული.“ სწორედ ეს „გაფანტული შუქი“ გახდა მისი ნამუშევრების საკვანძო ელემენტი, რომელიც მათ ემოციურ სიღრმესა და პოეტურობას სძენს.
პროდუქტის შესახებ
პროდუქტის მახასიათებლები
მიწოდება

პროდუქტის შესახებ

ჩვენი სამუზეუმო ხარისხის ბეჭდური რეპროდუქციები მაქსიმალურად იმეორებს ორიგინალი ნამუშევრების თითოეულ დეტალს, სიღრმესა და ფერთა ჰარმონიას. ეს მიღწეულია ჩვენი ექსკლუზიური წვდომით უმაღლესი ხარისხის საბეჭდ ვიზუალურ მასალაზე, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. ბეჭდვის პროცესში კი ვიყენებთ ტექნიკას, რომელიც სრულად შეესაბამება სამუზეუმო ხარისხის რეპროდუქციების სტანდარტს, რითაც გეძლევათ უნიკალური საშუალება, შეიგრძნოთ მსოფლიო შედევრების ავთენტური სილამაზე თქვენს სივრცეში.

პროდუქტის მახასიათებლები

ხარისხი და ეკოლოგიური უსაფრთხოება: რეპროდუქციების დასაბეჭდად ვიყენებთ არა ქიმიურ ბაზაზე გახსნილ, არამედ ეკოლოგიურად სუფთა საღებავებს, რაც გულისხმობს იმას, რომ რეპროდუქცია ნებისმიერ სივრცეში — ბავშვის ოთახსა და საძინებელშიც განსათავსებლად უსაფრთხოა.
მასალა:
ტილო — შვეიცარიული წარმოება, 100% ბამბა
მელნები — იაპონური წარმოება, წყლის ბაზაზე დამზადებული, პიგმენტური
ქვეჩარჩო — ბუნებრივი ხე
საბეჭდი აპარატი: რეპროდუქციების დასაბეჭდად ვიყენებთ ფართოფორმატიან საბეჭდ აპარატებს (2400 DPI, 4 PK, 6 და 12 ფერიანი, მათ შორის შავი ფერის 4 ვარიაცია).

მიწოდება

ჩვენი სამუზეუმო ხარისხის ბეჭდური რეპროდუქციები მზადდება ინდივიდუალურად თითოეული მომხმარებლისთვის;
პროდუქტის შეფუთვა უზრუნველყოფს მის დაცულობას;
შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება ხდება საკურიერერო სერვისით
მიწოდების დრო: 3-5 დღე
ასევე იხილეთ
Made on
Tilda