იაპონური ხიდი

99,00
GEL
იაპონური ხიდი — The Japanese Footbridge (1899)

კლოდ მონე ამ ნამუშევარში აღბეჭდავს ბუნებისა და ადამიანის შემოქმედების სრულ ჰარმონიას. 1899 წელს შექმნილი ეს ტილო იმ 12 ნამუშევრის სერიის ნაწილია, რომელიც მონეს ჟივერნის ბაღში მდებარე იაპონურ ხიდს ეძღვნება.

ტილოზე გამოსახულია ელეგანტური თაღოვანი ხიდი, რომელსაც მწვანე მცენარეულობა და წყლის ლოტოსები აკრავს გარს. მონე ოსტატურად გადმოსცემს შუქისა და ჩრდილის თამაშს, რაც სიმშვიდისა და ჰარმონიის განცდას ქმნის. ეს ნამუშევარი არა მხოლოდ ბაღის გამოსახულება, არამედ ბუნების მარადიული სილამაზის სიღრმისეული გააზრებაა.

მონემ თავისი ბაღი საკუთარი ხელით შექმნა და შთაგონების უსასრულო წყაროდ აქცია. იაპონური ხიდი ადამიანსა და ბუნებას შორის ჰარმონიისა და ბუნებასთან შერწყმის სიმბოლოდ იქცა. ის ასევე გვახსენებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყოველ მომენტში სილამაზის პოვნა.
პროდუქტის შესახებ
პროდუქტის მახასიათებლები
მიწოდება

პროდუქტის შესახებ

ჩვენი სამუზეუმო ხარისხის ბეჭდური რეპროდუქციები მაქსიმალურად იმეორებს ორიგინალი ნამუშევრების თითოეულ დეტალს, სიღრმესა და ფერთა ჰარმონიას. ეს მიღწეულია ჩვენი ექსკლუზიური წვდომით უმაღლესი ხარისხის საბეჭდ ვიზუალურ მასალაზე, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. ბეჭდვის პროცესში კი ვიყენებთ ტექნიკას, რომელიც სრულად შეესაბამება სამუზეუმო ხარისხის რეპროდუქციების სტანდარტს, რითაც გეძლევათ უნიკალური საშუალება, შეიგრძნოთ მსოფლიო შედევრების ავთენტური სილამაზე თქვენს სივრცეში.

პროდუქტის მახასიათებლები

ხარისხი და ეკოლოგიური უსაფრთხოება: რეპროდუქციების დასაბეჭდად ვიყენებთ არა ქიმიურ ბაზაზე გახსნილ, არამედ ეკოლოგიურად სუფთა საღებავებს, რაც გულისხმობს იმას, რომ რეპროდუქცია ნებისმიერ სივრცეში — ბავშვის ოთახსა და საძინებელშიც განსათავსებლად უსაფრთხოა.
მასალა:
ტილო — შვეიცარიული წარმოება, 100% ბამბა
მელნები — იაპონური წარმოება, წყლის ბაზაზე დამზადებული, პიგმენტური
ქვეჩარჩო — ბუნებრივი ხე
საბეჭდი აპარატი: რეპროდუქციების დასაბეჭდად ვიყენებთ ფართოფორმატიან საბეჭდ აპარატებს (2400 DPI, 4 PK, 6 და 12 ფერიანი, მათ შორის შავი ფერის 4 ვარიაცია).

მიწოდება

ჩვენი სამუზეუმო ხარისხის ბეჭდური რეპროდუქციები მზადდება ინდივიდუალურად თითოეული მომხმარებლისთვის;
პროდუქტის შეფუთვა უზრუნველყოფს მის დაცულობას;
შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება ხდება საკურიერერო სერვისით
მიწოდების დრო: 3-5 დღე
ასევე იხილეთ
Made on
Tilda