სენ-ლაზარის სადგური

85,00
GEL
სენ-ლაზარის სადგური — The Gare St-Lazare (1877)

კლოდ მონე ამ ნამუშევარში აღბეჭდავს მისი თანამედროვე ცხოვრების დინამიკასა და ატმოსფეროს. 1877 წელს შექმნილი ეს ტილო იმ შვიდნაწილიანი სერიის ნაწილია, რომელიც პარიზის სენ-ლაზარის სადგურს ეძღვნება და რომელიც მონემ იმპრესიონისტთა მესამე გამოფენაზე წარადგინა. ტილოზე გამოსახულია სადგურის ინტერიერი, სადაც ორთქლმავლების კვამლი ჰაერში ღრუბლებივით იფანტება.

მხატვრის ენერგიული, სწრაფი მონასმები ბრწყინვალედ გადმოსცემს მატარებლების მეტალის ზედაპირის ანარეკლსა და პლატფორმაზე მოძრავ მგზავრებს. მონე ოსტატურად გარდაქმნის ინდუსტრიულ პეიზაჟს ხელოვნების ნამუშევრად.
პროდუქტის შესახებ
პროდუქტის მახასიათებლები
მიწოდება

პროდუქტის შესახებ

ჩვენი სამუზეუმო ხარისხის ბეჭდური რეპროდუქციები მაქსიმალურად იმეორებს ორიგინალი ნამუშევრების თითოეულ დეტალს, სიღრმესა და ფერთა ჰარმონიას. ეს მიღწეულია ჩვენი ექსკლუზიური წვდომით უმაღლესი ხარისხის საბეჭდ ვიზუალურ მასალაზე, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. ბეჭდვის პროცესში კი ვიყენებთ ტექნიკას, რომელიც სრულად შეესაბამება სამუზეუმო ხარისხის რეპროდუქციების სტანდარტს, რითაც გეძლევათ უნიკალური საშუალება, შეიგრძნოთ მსოფლიო შედევრების ავთენტური სილამაზე თქვენს სივრცეში.

პროდუქტის მახასიათებლები

ხარისხი და ეკოლოგიური უსაფრთხოება: რეპროდუქციების დასაბეჭდად ვიყენებთ არა ქიმიურ ბაზაზე გახსნილ, არამედ ეკოლოგიურად სუფთა საღებავებს, რაც გულისხმობს იმას, რომ რეპროდუქცია ნებისმიერ სივრცეში — ბავშვის ოთახსა და საძინებელშიც განსათავსებლად უსაფრთხოა.
მასალა:
ტილო — შვეიცარიული წარმოება, 100% ბამბა
მელნები — იაპონური წარმოება, წყლის ბაზაზე დამზადებული, პიგმენტური
ქვეჩარჩო — ბუნებრივი ხე
საბეჭდი აპარატი: რეპროდუქციების დასაბეჭდად ვიყენებთ ფართოფორმატიან საბეჭდ აპარატებს (2400 DPI, 4 PK, 6 და 12 ფერიანი, მათ შორის შავი ფერის 4 ვარიაცია).

მიწოდება

ჩვენი სამუზეუმო ხარისხის ბეჭდური რეპროდუქციები მზადდება ინდივიდუალურად თითოეული მომხმარებლისთვის;
პროდუქტის შეფუთვა უზრუნველყოფს მის დაცულობას;
შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება ხდება საკურიერერო სერვისით
მიწოდების დრო: 3-5 დღე
ასევე იხილეთ
Made on
Tilda