ვარდები

99,00
GEL
Roses — ვარდები (1889)

ეს ნატურმორტი ვან გოგის ერთ-ერთი ყველაზე ლირიული და დახვეწილი ნამუშევარია, რომელიც 1889 წლის მაის-ივნისში, სენ-რემი-დე-პროვანსში შეიქმნა. თავდაპირველად, ვარდები ნაურმორტზე იყო ნაზი ვარდისფერი ფერის, თუმცა დროთა განმავლობაში პიგმენტი გაცვდა და ყვავილებმა თეთრი შეფერილობა შეიძინა.

ნამუშევრის ქვედა ნაწილში გამოსახულია მწერი — ოქროსფერი ხოჭო (Cetonia aurata), რომელიც გამოკვეთილად ჩანს მწვანე ფოთლების ფონზე. სავარაუდოდ, ვან გოგს ამ მწერის ჩანახატი ჰქონდა გაკეთებული და შემდეგ ის ტილოზე დაამატა. ხოჭოს გამოსახვა ხაზს უსვამს მხატვრის სიყვარულს ბუნების უმცირესი გამოვლინებების მიმართ.
პროდუქტის შესახებ
პროდუქტის მახასიათებლები
მიწოდება

პროდუქტის შესახებ

ჩვენი სამუზეუმო ხარისხის ბეჭდური რეპროდუქციები მაქსიმალურად იმეორებს ორიგინალი ნამუშევრების თითოეულ დეტალს, სიღრმესა და ფერთა ჰარმონიას. ეს მიღწეულია ჩვენი ექსკლუზიური წვდომით უმაღლესი ხარისხის საბეჭდ ვიზუალურ მასალაზე, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. ბეჭდვის პროცესში კი ვიყენებთ ტექნიკას, რომელიც სრულად შეესაბამება სამუზეუმო ხარისხის რეპროდუქციების სტანდარტს, რითაც გეძლევათ უნიკალური საშუალება, შეიგრძნოთ მსოფლიო შედევრების ავთენტური სილამაზე თქვენს სივრცეში.

პროდუქტის მახასიათებლები

ხარისხი და ეკოლოგიური უსაფრთხოება: რეპროდუქციების დასაბეჭდად ვიყენებთ არა ქიმიურ ბაზაზე გახსნილ, არამედ ეკოლოგიურად სუფთა საღებავებს, რაც გულისხმობს იმას, რომ რეპროდუქცია ნებისმიერ სივრცეში — ბავშვის ოთახსა და საძინებელშიც განსათავსებლად უსაფრთხოა.
მასალა:
ტილო — შვეიცარიული წარმოება, 100% ბამბა
მელნები — იაპონური წარმოება, წყლის ბაზაზე დამზადებული, პიგმენტური
ქვეჩარჩო — ბუნებრივი ხე
საბეჭდი აპარატი: რეპროდუქციების დასაბეჭდად ვიყენებთ ფართოფორმატიან საბეჭდ აპარატებს (2400 DPI, 4 PK, 6 და 12 ფერიანი, მათ შორის შავი ფერის 4 ვარიაცია).

მიწოდება

ჩვენი სამუზეუმო ხარისხის ბეჭდური რეპროდუქციები მზადდება ინდივიდუალურად თითოეული მომხმარებლისთვის;
პროდუქტის შეფუთვა უზრუნველყოფს მის დაცულობას;
შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება ხდება საკურიერერო სერვისით
მიწოდების დრო: 3-5 დღე
ასევე იხილეთ
Made on
Tilda